in

Minecraft-ში კომპიუტერული თამაშის გაშვება შეგიძლიათ!

მოთამაშემ თამაშის შიგნით 8-ბიტიანი პროცესორი შექმნა

Minecraft-ის მომხმარებელმა თამაშის შიგნით წარმატებით შექმნა 8-ბიტიანი პროცესორი. PCWorld-ის ინფორმაციით, ეს “შთამბეჭდავი დემოა”.

Sammyuri-ს სახელით ცნობილ მოთამაშეს ამისათვის სულ რაღაც 7 თვე დასჭირდა და საბოლოოდ წარადგინა პროცესორი Chungus 2 (უზარმაზარი, არასტანდარტული რიცხვითი და გრაფიკული ერთეული გამოთვლებისთვის). შედეგად, ვირტუალური პროცესორი 20 სართულიანი შენობის სიმაღლეს უტოლდება…

მისი ერთი ჰერცის საათის სიჩქარისა და 256 ბიტიანი ოპერატიული მეხსიერების წყალობით, პროცესორს შეუძლია გაუშვას მარტივი თამაშები, როგორიცაა Snake ან Tetris 32×32 ეკრანზე. ღილაკების გამოსაყენებლად, Minecraft-ის ავატარი ბლოკის ზომის ღილაკებზე იხტუნავებს, როგორც ეს YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს.

ეს ძალიან კარგი დემონსტრირებაა იმისა, თუ რა არის შესაძლებელი Minecraft-ის შიგნით. თუმცა ერთი ჰერცი დიდი სისწრაფე ნამდვილად არ არის.

“ალბათ, უფრო ნათლად უნდა მეთქვა ვიდეოში, მაგრამ პროგრამის დაჩქარებული ტემპით შესრულება მომიწია. მიუხედავად იმისა, რომ 1Hz ნამდვილად სწრაფია [Minecraft] პროცესორისთვის, ის ვერ არ არის ისეთი სწრაფი, როგორც ვიდეოდან ჩანს” — განმარტავს სამიური.

მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულზე დიდი ხნის წინ ამოქმედდა, Minecraft-მა დაამტკიცა, რომ მას წარმოუდგენელი გამძლეობა აქვს. ეს განსაკუთრებით  აშკარა ახდა პანდემიის ჩაკეტვების დროს, როდესაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიეძალა ვირტუალურ რეალობას.

„ქენჯა“ – როგორ შეიქმნა გათანამედროვებული თუშური ქუდი

VTB აგრომეწარმეების მხარდარდასაჭერად, ამჯერად, აჭარაში ჩავიდა!