in

Minecraft-ის უსასრულო სამყარო და მისი წარმატების ისტორია

პოპულარული თამაშის, Minecraft-ის იდეა სტოკჰოლმში, შვედეთში დაიბადა. აქ ცხოვრობდა მარკუს პერსონი, რომელსაც კომპიუტერული პროგრამები და თამაშები ბავშვობიდან აინტერესებდა და მაინკრაფტის პირველი ვერსიაც დამოუკიდებლად გააკეთა. ბავშვობის კიდევ ერთი გატაცება, რომელიც პერსონმა თამაშში ჩააქსოვა, ლეგოების სიყვარული იყო. 

istoriebi
istoriebi

Minecraft-ის პირველი ვერსია პერსონმა, მცირე საფასურის სანაცვლოდ, პატარა აუდიტორიაზე გაუშვა, რათა მას ერთგვარი ტესტირება გაევლო და ასევე, მიეპყრო დეველოპერების ყურადღება. ეს იმდროისთვის უჩვეულო, მაგრამ პერსონის შემთვევაში გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდა. მომხმარებლების მიერ თამაშის ტესტირებამ პერსონს საშუალება მისცა, შეექმნა მისი უკეთესი ვერსია. Minecraft-ის პროექტი მუდმივად ზრდადი იყო, ამიტომ პერსონმა თავის დეველოპერებთან ერთად Mojang Studios დაარსება გადაწყვიტა.

Minecraft-ის წარმატების მიზეზი

საინტერესოა, რომ იქამდე, სანამ პერსონი მაინკრაფტს შექმნიდა, თამაშები იყო ან სამშენებლო ხასიათის ან ისეთი, სადაც რესურსები უნდა მოიპოვო. შენობების აშენებისა და მათთვის საჭირო რესურსების ერთდროულად მოპოვების კომბინაცია ახალი იყო და მოთამაშეებს კრეატიული მიდგომის საშუალებას აძლევდა, რამაც ის გამორჩეულ თამაშად აქცია.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მაინკრაფტმა ასეთი პოპულარობა მოიპოვა, მოდერებსა (მოთამაშე) და დეველოპერებს შორის მჭიდრო კავშირი იყო. სწორედ ამის გამო იყო, რომ Minecraft-ს ადრევე დაემატა მრავალი მოდიფიკაცია, რამაც არა მხოლოდ გააფართოვა პორტფელი, არამედ დაინტერესებულ მოთამაშეებს მისცა წვდომა უფრო დიდ სათამაშო მიდგომებსა და იდეებზე.

თამაშის ოფიციალური გამოქვეყნება

2011 წელს Minecraft ოფიციალურად გამოვიდა და მაშინვე მიაღწია დიდ წარმატებას თამაშის მილიონობით ასლის გაყიდვით მთელ მსოფლიოში. შეიქმნა ახალი სერვერები და გაუმჯობესდა თამაშის მთელი პროცესი, ასევე დაემატა სამყაროები. ეს სამყაროები იმდენად გაიზარდა, რომ ხშირად მათ „უსასრულოდაც” მოიხსენიებენ.

თამაშის ნარატივი

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მაინკრაფტი სხვებისგან თავიდანვე გამოირჩეოდა, იყო ის, რომ მას დასასრული მხოლოდ თეორიულად აქვს. ენდერ დრაკონის დამარცხება თამაშის ოფიციალურ დასასრულად ითვლება, მაგრამ ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელოთ თამაში.

Minecraft-ს დასასრული არ აქვს, რადგან შემოქმედებისა და წარმოსახვის საზღვრები არ არსებობს და არც დროის ლიმიტებია დაწესებული. იმის გამო, რომ თამაშში ასევე არ არის მისიები ან კამპანია, ან მთავარი ამბავი, შეგიძლიათ ითამაშოთ Minecraft მანამ, სანამ არ მოგბეზრდებათ. აქ თავად ქმნით თამაშს და არ გიწევთ ნარატიულად გაწერილი წესების უბრალოდ მიდევნება. 

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მაინკრაფტი მოთამაშეებს მოსწონდათ, იყო შესაძლებლობა, რამდენიმე ადამიანს ერთად ეთამაშა ის. Minecraft ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან თამაშებს შორის, რომლებიც ერთობლივი მშენებლობისა და გამოცდილების შექმნის საშუალებას იძლეოდნენ. ისეთ სამყაროში, სადაც დიდი სოფლები და შენობებია ასაშენებელი, ამის გუნდურად კეთება უფრო სახალისო აღმოჩნდა, ვიდრე მარტო.

თამაშის პოპულარობა

Minecraft-ს საერთოდ არ სჭირდებოდა ბევრი მარკეტინგი. მან თავის გარშემო შექმნა კომუნა, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ხმას ავრცელებდნენ ამ თამაშის შესახებ. 

2011 წლის ბოლოს პერსონმა შემოქმედებითი ლიდერის როლი გადასცა იენს ბერგენსტენს და თვითონ პენსიაზე გავიდა. მომდევნო წელს Minecraft პირველად გამოვიდა Xbox-ისთვის.

2013 წელს ის გახდა სტრიმინგის პროვაიდერ Twitch-თან ინტეგრირებული და თავსებადი Playstation 3-თან. 

საბოლოოდ, პერსონმა მიჰყიდა Mojang Studios (და მასთან ერთად Minecraft) Microsoft-ის ჯგუფს 2014 წელს, რამაც ახალი ეტაპი დაიწყო თამაშისათვის.

ინტეგრირება Microsoft-თან

Microsoft-ს დიდხანს არ დაუცდია და გამოუშვა Minecraft მეტი კონსოლებისთვის. ჯერ Playstation-ისთვის და Xbox One-ისთვის 2014 წლის სექტემბერში, შემდეგ Apple TV-სთვის 2016 წელს, შემდეგ კი Nintendo Switch-ისთვის და Nintendo 3DS-ისთვის 2017 წელს. 2016 წელს ასევე შეიქმნა და გამოვიდა საგანმანათლებლო სკოლის ვერსია Minecraft-ისთვის, Minecraft Education.

Minecraft დღემდე ტოპთამაშების სიაშია და მისი სამყარო მრავალი ადამიანისთვისაა ცნობილი. შესაბამისად, ის აგრძელებს პოზიციონირებას, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მსოფლიოში.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Aptos-ის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება – ქართული ბრენდი ბრაზილიურ ბაზარზე გადის

3D ტექნოლოგიას სახლების ასაშენებლად იყენებენ