in

Minecraft-მა YouTube-ზე 1 ტრილიონ ნახვას გადააჭარბა

განსაკუთრებით აქტუალურია თამაშის ინსპირაციით შექმნილი ანიმაციები

veon
veon

Minecraft იმაზე ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე მეტავერსი ტექნიკური კომპანიების მთავარი აქცენტი გახდებოდა. ეს არის პლატფორმა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და რომელშიც მილიონობით მოთამაშე ქმნის კონტენტს. ახლა კი YouTube, მაინქრაფთის დეველოპერ Mojang-თან თანამშრომლობით, უპრეცედენტო ტრილიონ ნახვას აღნიშნავს…

“ჩვენ გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც თავგადასავალს ეძებს… ადამიანები, რომლებიც აშენებენ და ადამიანები, რომლებიც ერთად თამაშობენ. მიზეზი, რის გამოც Minecraft ასეთი წარმატებული გახდა, არის ის, რომ იუთუბის ვიდეოები ისტორიების მოყოლის საშუალებაა” — აღნიშნავს მაინქრაფთის მთავარი მთხრობელი, ლიდია ვინტერსი. როგორც მთავარი მთხრობლის, მისი გუნდის ამოცანაა, მსოფლიოს მასშტაბით შეინარჩუნოს მოთამაშეები, რომლებსაც რაღაც ახლის შექმნა სურთ. ყველა სახის თხრობითი შესაძლებლობა გადამწყვეტია თამაშის თითქმის ხელშეუხებელი პოპულარობისთვის. 

ციფრებზე დაყრდნობით, იუთუბზე თამაშს 35 000-ზე მეტი კონტენტის შექმნელი ჰყავს. პლატფორმაზე სხვადასხვა სახის ვიდეოა განთავსებული. საინტერესოა, რომ Minecraft-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტენდენცია არის უშალოდ თამაშით ან მისი ესთეტიკით შექმნილი ანიმაციები” — განმარტავს Serious Petty, იუთუბის კულტურისა და ტენდენციების ანალიტიკოსი. 

გამორჩეული პოპულარობით კი ერთ-ერთი შემოქმედი, სახელად ჯეიკ ფელმანი სარგებლობს, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებს. ამ დროისათვის მან 100-მდე Minecraft-ის სტილის კონტენტი შექმნა. ფელმანის ვიდეოები საკმაოდ ჰიპერრეალისტურია… მათ შორისაა “What If Minecraft Graphics Be Rendered With Unreal Engine 5”-ის 15 წამიანი სერია, რომელშიც წარმოდგენილია მიმზიდველი ინტერაქცია მონსტრებთან ან ცხვრებთან. 

საგულისხმოა, რომ 2020 წლისთვის Minecraft-მა იუთუბზე 200 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. ამ ერთი შეხედვით ხელშეუხებელი პოპულარობის ნაწილი განპირობებულია თამაშის ბუნებით — კერძოდ, ეს არის ღია სივრცე, რომელიც მუდამ მზადაა ყველანაირი შემოქმედებისთვის. ამ თვისებით კი სხვა ვიდეო თამაშები ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

ინოვაციური ვაქცინა თაგვებში წარმატებით აჩერებს დაბერების ელემენტებს

გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2021-ის გამარჯვებულები