in ,

Minecraft-ისა და Domino’s-ის თანამშრომლობამ პიცის ჭამა კიდევ უფრო სახალისო გახადა

Domino’s ვიდეოთამაშების სამყაროში ბრუნდება. ამჯერად კომპანია Minecraft Dungeons II-თან თანამშრომლობს. პარტნიორობა ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია პროდუქტს მომხმარებლების ყოველდღიურ ინტერესებსა და გართობის გამოცდილებას უკავშირებს.

BOG
BOG

მანამდე Domino’s თანამშრომლობდა Twitch-თან Fortnite-ზე ორიენტირებული ქსელის გასაშვებად და ვიდეოთამაშებში ბრენდის პერსონაჟის, Noid-ის, დასაბრუნებლად. ამჯერად კომპანიამ ყურადღება მეგობრებთან ერთად თამაშის გამოცდილებაზე გაამახვილა და სწორედ ამ კონტექსტში წარმოადგინა Detroit-ის სტილის პიცა.

Minecraft Dungeons II მეგობრებთან ერთად თავგადასავლების ძიებაზეა, Domino კი სწორედ ასეთი მომენტებისთვისაა შექმნილი. პიცის ბლოკის ფორმა, მხიარული კონცეფცია და თამაშის დროს გაზიარებისთვის მოსახერხებელი ფორმატი მას თამაშის სამყაროს ბუნებრივ ნაწილად აქცევს.

პარტნიორობა რამდენიმე მარკეტინგულ აქტივობას აერთიანებს:

  • ექსკლუზიური თამაშშიდა ნივთები – მომხმარებლები, რომლებიც Domino’s-ის ლოიალობის პროგრამის წევრები არიან და პიცას ონლაინ შეიძენენ, თამაშში ბრენდთან დაკავშირებული ნივთების გახსნას შეძლებენ. მათ შორისაა ავატარისთვის განკუთვნილი სამოსი, მოსასხამი და Cheesy Cube Pet;
  • თამაშის უფასოდ მიღების შესაძლებლობა – 26 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით Domino’s ყოველდღიურად 2 000 Minecraft Dungeons II-ის კოდს გაათამაშებს. მომხმარებლებმა ამისთვის Domino უნდა შეიძინონ და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი სპეციალურ ვებგვერდზე ატვირთონ;
  • შეზღუდული რაოდენობის შეფუთვები – კოლაბორაციის ფარგლებში შეიქმნება ექვსი საკოლექციო ყუთი, რომლებზეც თამაშის პერსონაჟები იქნებიან გამოსახული;
  • შეკვეთისთვის თვალყურის დევნება – კომპანია მალე Domino’s Tracker-საც განაახლებს და მას თამაშის თემატიკაზე მორგებულ ინტერაქციულ დიზაინს შესთავაზებს.

თანამშრომლობის გასაპიარებლად Domino’s-მა სოციალურ მედიაკონტენტთან ერთად სატელევიზიო ფორმატსაც გამოიყენებს. 

მსგავსი თანამშრომლობები ბრენდებს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს მათთვის საინტერესო გარემოში შეხვდნენ და პროდუქტი არა მხოლოდ საჭიროებას, არამედ გამოცდილებასაც დაუკავშირონ. თამაშების სფეროსთან თანამშრომლობა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ბრენდი აუდიტორიის ყოველდღიურ ინტერესებში ერთვება და მასთან ემოციურ კავშირს აყალიბებს. ამასთან, თამაშშიდა ექსკლუზიური ნივთები, გათამაშებები და ინტერაქციული ელემენტები მომხმარებლის ჩართულობას ზრდის და შეძენისთვის დამატებით მოტივაციას იძლევა. შედეგად, ასეთი კამპანიები ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობის გაზრდას, ლოიალობის გაძლიერებასა და მომხმარებელთა შესახებ მონაცემების შეგროვებას.

ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა

თორმეტი საათი თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე