სუპერ–ბოული ზუსტად რომ დროული აღმოჩნდა Pepsi–სთვის. კომპანიამ, სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა საზოგადოებისთვის ახალი ბრენდი, მინერალური წყლის მწარმოებელი LifeWTR გაეცნო. ვიდეორგოლზე ორი ოსკარის მფლობელმა რობერტ სტრომბერგმა იმუშავა, მუსიკალურად კი ის ჯონ ლეჯენდმა გააფორმა, სიმღერით “Love Me Now”.
https://www.youtube.com/watch?v=7i_GEgNchRY
60 წამიან რგოლს ნამდვილად ეტყობა სპეცეფექტების ოსტატის ხელი: წვიმა, რომელიც ქალაქში მოდის, ყველგან თავის არაჩვეულებრივ ფერად კვალს ტოვებს და უამრავ ადამიანს აბედნიერებს. ვიდეორგოლი მართლაც ძალიან ლამაზია, ბრენდის პირველი ნაბიჯებიც, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შთამბეჭდავია. LifeWTR–ის მინერალური წყალი გაყიდვაში თებერვლიდან ჩაეშვება.