ბავშვები საჩუქრებს ისე ელოდებიან, როგორც რაღაც განსაკუთრებულს, ამიტომ მათ პირველი შთაბეჭდილებაც კარგი უნდა დარჩეთ და გახსნის შემდეგაც არ უნდა გაუცრუვდეთ იმედი. მით უმეტეს, დღესდღეობით, როდესაც ბაზარზე უამრავი არჩევანია, მათი გაოცება არც ისე მარტივი ამოცანაა უფროსებისთვის. საბედნიეროდ, არსებობენ ბრენდები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებითობით გვეხმარებიან და ახალ იდეებს გვაწვდიან, თუ როგორ გავახაროთ ჩვენი პატარები. მათ შორისაა ქართული ბრენდი „მინი კუბი”.
„ღირებული გართობა” – ეს ამ ბრენდის მთავარი კონცეფციაა, რომელიც აერთიანებს ხარისხიან და შემეცნებით სათამაშოებს და არამარტო – აქ იქმნება მთლიანი სასაჩუქრე ყუთი, რომელშიც შეფუთვით დაწყებული, პერსონაჟებით დამთავრებული, მთლიანი სამყარო იშლება ბავშვისთვის.

მინი კუბის დაფუძნება პირად გამოცდილებას ეყრდნობა, რომელიც ბიზნესიდეად იქცა და დღესდღეობით უკვე საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობითაც კი გრძელდება. ამაზე ჩვენ რომ არ მოგიყვეთ, თავად დამფუძნებელი ირაკლი ლომიძე გვესაუბრება და უკეთ გაგვაცნობს, თუ რას და როგორ ქმნის მინი კუბი.
M: მოგვიყევით, როგორ შეიქმნა Mini Cube და როგორ ჩამოყალიბდა ბრენდის მთავარი იდეა – „ღირებული გართობა“?
მინი კუბის შექმნის იდეა მაშინ დაიბადა, როცა ჩემი შვილებისთვის ვეძებდი ისეთ სასაჩუქრე ყუთებს, რომლებიც დიდხანს გაახარებდათ და არა წამიერად. როგორც მშობელი, ვხედავდი, რა სჭირდებოდა ბაზარს: გულით შექმნილი, შთაგონებით აწყობილი პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებდა როგორც ბავშვის, ისე მშობლის სურვილსა და მოლოდინს.
ამ იდეით შთაგონებულებმა დავაარსეთ საჩუქრების მწარმოებელი კომპანია „მინი კუბი“. ჩვენ ღირებული გართობის შექმნა გვამოძრავებს, რადგან გვწამს, რომ სწორედ ეს არის თითოეული ბავშვისთვის მრავალფეროვანი განვითარების შესაძლებლობა.
M: თქვენ პოზიციონირებთ მაღალი ხარისხის პროდუქციის შემქმნელ ბრენდად. როგორ უზრუნველყოფთ ამ ხარისხს და რის გამო უნდა ენდოს მშობელი Mini Cube-ის სათამაშოებს?
ჩვენ ვცდილობთ ავაშენოთ ნდობა არა ცარიელი სიტყვებით, არამედ რეალური ქმედებებით. ეს მიდგომა ეხება მინი კუბის ყუთში არსებულ ყველა კომპონენტს. ვირჩევთ სათამაშოებს, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, ახლახან დავამატეთ ლიცენზირებული სერიაც და ვაპირებთ ამ მიმართულებით კოლექციების გაფართოებას.
ასევე, ჩვენს ყუთებში არსებული ქართული წარმოების ორცხობილას აქვს უსაფრთხოებისა და ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი ISO სერტიფიკატი.
აქტიურად ვაგროვებთ უკუკავშირს – სოციალურ მედიაში კომენტარების მონიტორინგით, ბავშვებზე დაკვირვებით, თუ როგორ ურთიერთობენ ისინი ჩვენს პროდუქტთან; პირდაპირი კონტაქტით ჩვენს სავაჭრო წერტილებში. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი ვაკეთებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს.
M: ბოლო დროს თქვენს ყუთებში გამოჩნდა სათამაშოები ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიცაა Hasbro და Mattel. როგორ მოხდა ეს თანამშრომლობა და რა მნიშვნელობა აქვს მას მომხმარებლებისთვის?
რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ოფიციალური დისტრიბუტორებისგან დავიწყეთ ლიცენზირებული სათამაშოების პირველი პარტიების შემოტანა. როდესაც ვამბობთ, რომ სათამაშოები გვაქვს ჰოლანდიიდან, ამერიკიდან ან ინგლისიდან, ვგულისხმობთ, რომ ჩვენი პროდუქცია შეძენილია ამ ქვეყნებში დაფუძნებული ოფიციალური, ლიცენზირებული დისტრიბუტორებისგან.
მინი კუბის ყუთებში ლიცენზირებული სათამაშოების დამატება რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს: ეს სათამაშოები მზადდება ხარისხიანი მასალებით, ყველა პროდუქტი გადის შემოწმებას და აკმაყოფილებს საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც მშობლებს სიმშვიდეს ანიჭებს; ლიცენზირებული სათამაშოების უმეტესობა საკოლექციოა, ბავშვებს შეუძლიათ შეაგროვონ სხვადასხვა პერსონაჟი ცნობილი ანიმაციებიდან.
პროდუქცია უკვე გაიშალა ქსელურ მარკეტებშიც: სპარი, დეილი, იოლი, ნიკორა, ფრესკო, მაგნიტი, გვირილა, ევროპროდუქტი, უნივერსამი და გუდვილი.
M: როგორ სცდება მინი კუბის მიდგომა „გოგოს“ და „ბიჭის“ სტანდარტულ კატეგორიებს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები შეირჩეს ბავშვის ინტერესებით და არა სტერეოტიპებით. ამიტომ „გოგოს“ ყუთში შეიძლება იყოს კონსტრუქტორი ან მანქანა, ხოლო „ბიჭის“ ყუთში – სილამაზის აქსესუარი, შემოქმედებითი და სათავგადასავლო ელემენტები. როდესაც გვეკითხებიან, თუ რატომ არის „ბიჭის” ყუთში ვარდისფერი სათამაშო ან „გოგოს” ყუთში კონსტრუქტორი, ჩვენი პასუხი მარტივია – სათამაშოს არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებზე და არა სტერეოტიპულ შეხედულებებზე.
M: როგორ დაგეხმარათ AI ტექნოლოგიები და რა როლი აქვს მათ ბრენდის განვითარებაში?
AI გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ მოკლე, ანიმაციური ისტორიები Mini cube-ის გმირების მონაწილეობით. პერსონაჟები — მიმი, ლუ, იზი, კუბი, კიკი, ლილი, კოსმო და კანფი, აღარაა მხოლოდ სტატიკური ილუსტრაციები, ისინი ცხოვრობენ, მოძრაობენ და ბავშვებთან ემოციურ კავშირს ქმნიან.
AI ანიმაციები აძლიერებს ბრენდის იდენტობას, ზრდის დაინტერესებას და Mini Cube-ს აქცევს მულტიმედიურ პლატფორმად. სულ მალე გაფართოვდება ჩვენი პერსონაჟების წრე და დავამატებთ ახალ გმირებს, რომლებიც ისტორიებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდიან.
პერსონაჟებს ვქმნით განსხვავებული ხასიათებით, უნარებითა და ღირებულებებით — მიმი ენერგიულია, ლუ უფრო მშვიდი და შემოქმედებითი, კუბი პრობლემების გადაჭრას ასწავლის, იზი — ზრუნვას, კანფი — შიშის დაძლევას.
ყოველ გმირს აქვს გამორჩეული ვიზუალი, ფერი და ფორმა, რათა ბავშვებმა მარტივად იცნონ. პროცესში ვითვალისწინებთ ბავშვებისა და მშობლების უკუკავშირსაც.

M: რა გეგმები გაქვთ მომავალში?
მინი კუბი გახდება ქართული ბრენდი, რომელიც ცნობილი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ვგეგმავთ როგორც პროდუქციის, ისე Mini Cube-ის სამყაროს გაფართოებას – მეტი პერსონაჟი, თემატური კოლექციები, საგანმანათლებლო კონტენტი და ლიცენზირებული პროდუქცია. ვემზადებით საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან.
საქართველოს მასშტაბით ვაფართოებთ დისტრიბუციასაც, რათა Mini Cube უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის მასშტაბით. მოლაპარაკებები გვაქვს 10-ამდე სავაჭრო ქსელთან, რომლებიც ფარავენ ქვეყნის მასშტაბით როგორც დედაქალაქს, ასევე, რეგიონებს. ეს მნიშვნელოვანი სავაჭრო ქსელები წარმოადგენს როგორც მსხვილ სუპერმარკეტებს, ისე სპეციალიზებულ საბავშვო მაღაზიებსა და დამოუკიდებელ მაღაზიათა ქსელებს.
ჩვენი ბრენდის ფასეულობების განუყოფელი ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა, რაც აქამდეც პრაქტიკაში ვლინდებოდა მრავალმხრივი სოციალური აქტივობებითა და პარტნიორობით. გაძლიერდება CSR მიმართულებაც: სკოლებთან, ბაღებთან და საგანმანათლებლო სივრცეებთან პარტნიორობა, შევქმნით გრძელვადიან, ღირებულ პროგრამებს ბავშვების განვითარებისთვის.
[R]














