in

Mini ელექტრო ვერსიით ბრუნდება

ყველასათვის საყვარელი კლასიკური ავტომობილი Mini ელექტროძრავით ბრუნდება. მასზე არა BMW-მ, არამედ ბრიტანულმა კომპანიამ, Swindon Powertrain-მა იმუშავა. ახალ მოდელს “Swind E Classic Mini” ჰქვია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ია, ძრავის სიმძლავრე კი – 80 კილოვატი.

აღსანიშნავია, რომ პირველად იგი ინგლისში, ლონდონის მანქანების შოუზე წარადგინეს. მას სრულად დატენვის შემდეგ 200 კილომეტრის გავლა შეუძლია. კომპანიამ მანქანები შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა, კერძოდ, ამჟამად გაყიდვაში მხოლოდ 100 ელექტრო Mini-ა, რომელთა ფასიც 79 000 ევროა.

 

ხმაურების ოსტატი, რობერტ დურუხანიანი: „ეს ის არის, რაც სხვებისგან გამოგარჩევს …“

შარლიზ ტერონი Budweiser-ის კამპანიაში – Oscars 2019