in

ნახეთ: როგორი იქნება MINI-ს ელექტრომობილები

MINI-ს მომავალი მანქანები ქარიზმატულ სიმარტივეს ასახავს, დიახ, ეს დიზაინის ახალი ენაა, რომელიც ავტომწარმოებელმა თავისი ბრენდისთვის შემოიღო. MINI Aceman კი იქნება პირველი მათ შორის, ვინც ამ ენას წარმოგვიდგენს. კონცეპტუალური ელექტრომობილია, რომელიც კომპანიის მიერვე წარმოებულ ელემენტებს შეიცავს.

ექსპერიმენტული ჯვარედინი მოდელი, ბრენდის თქმით, MINI Cooper-სა და MINI Countryman-ს შორისაა. ის სახალისო უხილავი ეკრანებითაა წარმოდგენილი, რომელიც სხვადასხვანაირად ანათებს. ამასთან, დიდი ბორბლები და თაღებიც აქვს. 

ალბათ, ყველაზე საკამათო დეტალი მისი მაღალი სახურავია, რაც MINI-ს ბრიტანული წარმომავლობის პატივისცემად ითვლება, თუმცა, შესაძლოა, ეს უბრალოდ ლამაზი დეტალიც იყოს…

ავტომწარმოებლის მომავალ მოდელებს ელექტრიფიცირებული სარბოლო მანქანის შეგრძნება და იმერსიული ციფრული გამოცდილება ექნება. იგი გარემოსთვისაც ნაკლებად საზიანო იქნება, — აცხადებს სტეფანი ვურსტი, MINI-ს ხელმძღვანელი.

საინტერესოდ გამოიყურება მანქანის სალონიც. ტყავი ხავერდის ქსოვილით, ვაფლისა და ბრტყელი ქსოვებით არის ჩანაცვლებული. თუმცა 5-ადგილიანი Aceman MINI-ს წრიულ კონსოლს ინარჩუნებს, ამჯერად კი ეკრანი წინა ნაწილზე სრულადაა გადაჭიმული. 

დიახ, კონკრეტული კონცეფცია გარკვეულ ტონს სძენს MINI-ს, რომელიც 2030 წლისთვის ელექტრო მომავლისკენ მიისწრაფვის.

ტოიოტა კოროლა 2023 – გაუმჯობესებული სტილი, ტექნოლოგია და მართვადობა

Vileda, სახლის იდეალური სისუფთავის გარანტი გერმანიიდან