in

MINI-მ ჰელოუინისთვის Waymo-ს კოსტიუმი მოირგო

ჰელოუინისთვის MINI-მ ყველაზე დიდ შიშთან დაპირისპირება გადაწყვიტა… საქმეში იუმორიც ჩართო და Waymo-ს კოსტიუმი მოირგო. იდეა შემდეგია: თუ მსოფლიო მძღოლის გარეშე მანქანის მართვის ტექნოლოგიისკენ იხრება, მინისთვის ადამიანისა და მანქანის კავშირია მთავარი, ემოციები, რომლებიც ამ დროს ჩვენში იბადება. და თუ მოჩვენებაზე ვსაუბრობთ, ეს მათთვის მანქანაა, მძღოლის გარეშე.

BOG

Goodby Silverstein & Partners-ის (GS&P) მიერ შექმნილი კამპანია ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოსა და ატლანტაში ვრცელდება, რადგან სწორედ ეს ქალაქებია Waymo-ს მანქანების სიმრავლით ცნობილი. ციფრული ბილბორდები და თამამი პოსტერებიც სწორედ ზემოთ აღნიშნული გზავნილის გავრცელებას ცდილობს ოღონდ ჰელოუინის სტილში, მუქი ფერებითა და ცოტა საშიში გრაფიკით.

სწორედ ამ მიზნით ჰელოუინის ღამეს ლოს-ანჯელესში GS&P-მ “მოჩვენება მანქანის” გაგზავნაც გადაწყვიტა, რომელიც რეალურად Waymo-ს კოსტიუმით შენიღბული MINI იქნება. ასე კი კვლავ მთავარს შეგვახსენებს, რომ არაფერი სჯობს მანქანის მართვით მიღებულ სიამოვნებას და თუ მოჩვენებები გსურთ, ეს სურვილი მხოლოდ ჰელოუინისთვის შეგიძლიათ, აისრულოთ.

სასტუმრო „ტელეგრაფის“ რესტორანი „ლან ტაი“ სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს

სუხიშვილების ტურნე მექსიკაში – საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია