in

დიზაინერი, რომელმაც საკუთარ ეზოში მინი იოჰანესბურგი შექმნა

მულალო ნეგო ნეგონდენი – 26 წლის მამაკაცი სოფელ მუკულადან, ლიმპოპოს პროვინციაში (სამხრეთ აფრიკა) ადასტურებს, რომ წარმოუდგენელი ხელოვნების შექმნა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო მასალებისგანაც კი შეგვიძლია. NegoCity არის მისი 12-წლიანი პროექტი – მინი ქალაქი, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან. მან ეს ნამუშევარი მისი მშობლების ეზოში შექმნა.

“ძალიან მომეწონა FIFA 2010 წლის მსოფლიო თასის სტადიონი, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში გახსნის და დახურვის ცერემონიალს უმასპინძლა, მაგრამ ჩემს ოჯახს არ შეეძლო ბილეთის ყიდვა. თუმცა, მე ძალიან მინდოდა მენახა ის სტადიონი. ამიტომაც, გადავწყვიტე, 2008 წელს ტალახით ამეშენებინა მისი ჩემეული ვერსია. მხოლოდ ტელევიზორსა და გაზეთებში ვუყურებდი სტადიონის დიზაინს. ამ სტადიონის აშენება თავს უკეთ მაგრძნობინებდა, რადგან მას ყოველდღე ვნახავდი.”

ნახეთ: დაბალი ტემპერატურით გამოწვეული საფრთხისგან 3 500 კუ გადაარჩინეს

ლიდერი სტუმარმასპინძლობის მიმართულებით – Les Roches, საქართველოში, აცხადებს მიღებას სასტუმროების მართვის პროგრამაზე