in

MINI – ბრენდის იდენტობა, რომელმაც მრავალი ცვლილება განიცადა 50-იანი წლებიდან დღემდე

საავტომობილო ინდუსტრიაში ერთერთი ყველაზე ცნობადი და გამორჩეული ლოგო MINI- აქვს. ამ სტატიაში ბრენდის ვიზუალურ იდენტობას შევეხებით, გადავხედავთ MINI- ლოგოების ევოლუციას და განვიხილავთ, საიდან და როგორ გაჩნდა მისი სახელწოდება

MINI- მთავარი ემბლემა წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვითარდებოდა თავად ბრენდის ბუნება

პირველი ლოგო

ეს ლოგო ახლა რომ ნახოთ, შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ ის ოდესღაც MINI-ს ეკუთვნოდა. მას ეწერა Morris, რადგან სულ თავიდან, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, MINI იყიდებოდა BMC-ს ორი მთავარი ბრენდის სახელით, Austin და Morris, 1969 წლამდე, სანამ ის თავად ჩამოყალიბდებოდა ცალკეულ ბრენდად.

Mini Cooper

შემდეგი ლოგო უკვე MINI Cooper-ის სახელით გამოჩნდა 1961 წელს, როდესაც სახელი Cooper-იც შეემატა ბრენდს. ახალი ლოგო რაღაცით ჰგავდა წინამორბედს, თუმცა სახელის შეცვლამ იდენტობის ცვლილებაც გამოიწვია. ხაზები აქაც იმეორებდა ფრთის ასოციაციას, მაგრამ ამჯერად ხაზებზე უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა, ხოლო წრიულ ემბლემას sans-serif-ის წითელი შრიფტით ჩაემატა ახალი სახელწოდება.

მესამე ვერსია

მესამე ლოგო 1968 წელს გამოჩნდა, რომელიც აქამდე ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად ჰგავს ახლანდელ ემბლემას. ის იმ დროისთვის საკმაოდ თანამედროვე ლოგოს სტილად მიიჩნეოდა და მინიმალისტური დიზაინი შემოიტანა ბრენდის იდენტობაში. შეიცვალა შრიფტიც – თუ მანამდე sans-serif-ს იყენებდნენ, ამ ლოგოზე უკვე უფრო დახვეწილი და დავარცხნილი serif გამოჩნდა. ბრენდის საკულტო ფრთები აქაც შემორჩა, უბრალოდ ცოტა დამოკლდა და შავი კონტურით გამოიკვეთა.

უეცარი ცვლილება

მიუხედავად იმისა, რომ MINI-ს ლოგო ახალი სიტყვა იყო ბრენდისთვის და მოდელებმა საკმაოდ მოიხდინეს ის, ერთ წელიწადში უეცარი ცვლილება განხორციელდა და სრულიად განსხვავებული ლოგოტიპი გამოჩნდა.

ეს იყო ორ ნაწილად გაყოფილი ექვსკუთხედი, ზედა შავი განყოფილებით, რომელზეც წარწერა იყო დატანილი. ემბლემის ქვედა ნაწილი კი ორ ფირუზისფერ მონაკვეთს შეადგენდა, რომლებიც ვერცხლის სქელი ხაზებით იყო ერთმანეთისგან გამოყოფილი.

ახალი მფლობელი და იდენტობა

წინა ლოგო დიდხანს დარჩა MINI-ს მანქანებზე. 2001 წელს, როცა BMW-მ MINI შეიძინა, გადაწყვიტა, აღედგინა ძველი გამოსახულების ელემენტები და ფრთიანი ლოგოს მოდერნიზება მოეხდინა. ლოგოს ეს ვერსია ბევრად უფრო თანამედროვე იყო. მასზე გამოსახეს სამგანზომილებიანი ვერცხლის ხაზები, ცენტრში შავი წრით.

ლოგო, რომელსაც ახლა ვხედავთ MINI-ზე

ამჟამინდელი ლოგო არის წინამორბედის უფრო დახვეწილი ვერსია, რომელიც გამოსახულია იმ მინიმალისტური ტენდენციის შესაბამისად, რომლისკენაც ბევრი საავტომობილო კომპანია გადავიდა ბოლო წლებში.

ახალი ლოგო წარმოდგენილია შავ-თეთრ ფერებში და გამოხატავს კომპანიის თანამედროვე ხედვას – კომპაქტური მანქანების შექმნის ახალ ეპოქაში გადასვლის შესახებ. ის შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება თანამედროვეობისა და ბრენდის ისტორიის შერწყმა.

რაც შეეხება სახელწოდებას, მას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს, თუმცა, სტატიის ფორმატიდან გამომდინარე, მოკლედ გადმოცემას ვეცდებით.

British Motor Corporation-ის მიერ (BMC) 1950-იანი წლების ბოლოს ახალი ავტომობილები გამოვიდა ორი სხვადასხვა ბრენდით: “Morris Mini Minor” და “Austin Seven”. 1969 წელს, როდესაც BMC გაერთიანდა Leyland Motors-თან და ჩამოაყალიბა British Leyland Motor Corporation, მათ გამოშვებულ მანქანებს შემოკლებით MINI-დ მოიხსენიებდნენ და ამ სახელწოდებამ მალე მოიპოვა პოპულარობა.

BMW-ს მფლობელობაში გადასვლის შემდეგ უკვე ოფიციალურად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ბრენდის სახელი გამხდარიყო “MINI” (რომელიც აუცილებლად დიდი ასოებით უნდა ეწეროს). ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზანი ბრენდის მოდერნიზაცია და პრემიუმბრენდად პოზიციონირება იყო. მას შემდეგ ყველა მოდელი, რომლებიც ამ სახელწოდების ქვეშ გამოდის, აღინიშნება, როგორც: MINI Cooper, MINI Clubman, MINI Countryman, MINI Electric და სხვა.

რუბრიკა ავტოისტორიას წარმოგიდგენთ GT Motors.

როგორ ვითარდება მერჩენდაიზინგი ტოპ საფეხბურთო კლუბებში?

Nike-მა ფორესტ გამპის ფეხსაცმელი გააცოცხლა