30
Oct
2018

Apple-ის ახალი გაჯეტები – Mini Mac, MacBook Air და iPad Pro

30 Oct 2018

Apple, მომხმარებლებს სიახლეებს არ აკლებს – 30 ოქტომბერს, ნიუ-იორკში კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა: Mini Mac, MacBook Air, iPad Pro. როგორც GEMUG-ის (საქართველოში მაკინტოშის მომხმარებელთა ჯგუფი) დამფუძნებელი დიმიტრი გოგელია ამბობს, ბრენდის თაყვანისმცემლები კარდინალურ ცვლილებებს, დიდი ხანია, ელოდნენ.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

MacBook Air

„ პრეზენტაციაზე პირველი MacBook Air წარადგინეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ამ note book-ში განახლდა, არის ეკრანი. მას ჩვეულებრვი, თხევადკრისტალურის ნაცვლად, აქვს რეტინა გარჩევადობის ეკრანი, რომელიც, ასევე, თხევადკრისტალურია, მაგრამ გაცილებით მაღალი ხარისხის გამოსახულება გააჩნია. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის  8 GB ოპერატიული მეხსიერება, 128 GB დისკური სივრცე. მისი ღირებულება $1129-ია. ასევე აღსანიშნავია, რომ Apple-მა აქაც „მოკლა“ ყველანაირი კონეკტორი, ქართულად რომ ვთქვათ, გასართი. მას მხოლოდ USB C ტიპის კაბელები უერთდება. თუ ძველი მოდელის დაკავშირება დაგვჭირდება, სპეციალური გადამყვანები უნდა გამოვიყენოთ, რომელიც, რა თქმა უნდა, Apple-შიც იყიდება და სხვა კომპანიებიც აწარმოებს“, – ამბობს დიმიტრი გოგელია.

Mac Mini

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, Mac Mini-ს დესკტოპური, ძალიან პატარა პერსონალური  კომპიუტერია. ეს არის მხოლოდ მცირე ზომის (დაახლოებით, სიგარეტის 4 კოლოფისხელა) სისტემური ბლოკი, რომელსაც უერთდება ნებისმიერი ტიპის კლავიატურა, მონიტორი, „მაუსი“. სხვათა შორის, მისი პოზიციონირება ჯერ კიდევ სტივ ჯობსის სიცოცხლეში  იყო „პირველი კომპიუტერი ახლადგამოჩეკილი ეფლისტისთვის“. შეიძლებოდა გვქონოდა, ძველი კომპიუტერიდან დარჩენილი, აქსესუარები, გვეყიდა მხოლოდ Mac Mini-ს და სრულფასოვნად გაგვეგრძელებინა მუშაობა. რაც შეეხება მონაცემებს – Mac Mini-ც, მინიმუმ, 8 GB ოპერატიული მეხსიერებით არის აღჭურვილი, მაგრამ, მაქსიმუმ, მასში შეიძლება იყოს 68 GB ოპერატიული მეხსიერება. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერი საკმაოდ რთული ოპერაციებისთვის, მაგალითად, ვიდეოსთან, აუდიოსთან, ან სამ განზომილებიან ობიექტებთან სამუშაოდ გამოგადგებათ. მოკლედ, ეს არ არის სათამაშო, ეს ძალიან მძლავრი მოწყობილობაა. მუდმივი მეხსიერება მასშიც 128 GB-დან იწყება და, მაქსიმუმ, 2 ტერაბაიტი შეიძლება იყოს, SSD ტიპის დისკების საშუალებით. ახალი Mac Mini-ს ფასი $799 -დან იწყება და იმის მიხედვით იზრდება, რამდენ ოპერატიულ მეხსიერებას და რა მოცულობის მყარ დისკს შევიძენთ. როგორც წინა თაობაში, აქაც, ქარხნულად ვირჩევთ ოპერატიულ მეხსიერებას. ანუ, მხოლოდ იმას გამოვიყენებთ, რაც ორიგინალს ექნება და სახლის პირობებში ვერ გავაძლიერებთ. ამიტომ, წინასწარ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენი გვჭირდება.

iPad Pro

მესამე სიახლე, რაც Apple-მა წარმოგვიდგინა, და რასაც ჩემი აზრით, მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდნენ, არის განახლებული iPad Pro. ეს პროდუქტი რამდენიმე წელია ბაზარზეა და ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა. ზოგადად, Apple-ის ტაბლეტები უკონკურენტოა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვთლი, რომ, ჯერჯერობით, ვერც ერთი Android „ტაბლეტი“ ვერ ახერხებს ოდნავ მაინც მიუახლოვდეს მას, სხვადასხვა ამოცანების გადაჭრაში. აქამდე iPad-საც და Iphon-საც ჰქონდა 2 ზოლი, ქვედა ზოლში განთავსებული იყო “Home“ ღილაკი, ზედაში კი კამერა და სხვადასხვა სენსორები. ახალი iPad ასეთი აღარ არის.

პრეზენტაცია Apple-ისთვის ჩვეულ სტილში, პერფორმანსით დასრულდა. ღონისძიება ამერიკელმა მომღერალმა Lana Del Rey-მ დახურა. სიახლეები ძალიან მომეწონა, კმაყოფილი ვარ განახლებებით და უახლოეს მომავალში ვისარგებლებ ამ მოწყობილობებით“.

 აღსანიშნავია, რომ Apple-მა მომხმარებლებს, 12 სექტემბერს ახალი სმარტფონები  iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR წარუდგინა.

განხილვა