in ,

Mini-Mutoscope ანიმაციას ეკრანის გარეშე გაჩვენებთ

ინოვაცია არ გეგონოთ, რადგან Mini-Mutoscope მეცხრამეტე საუკუნის ამავე სახელის მქონე კინემატოგრაფიულ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, ოღონდ ახლა ცოტათი თანამედროვე ელფერი შესძინეს. Tentacle Media-ს ეკუთვნის, გაერთიანებულ სამეფოში არსებულ ანიმაციის სტუდიას, რომელმაც სულ ახლახან ჩაუშვა ხელის მოწყობილობა ანიმაციისთვის. მათი თავდაპირველი იდეა კი მომხმარებლისთვის შესაძლებლობის მიცემა იყო, ანიმაციებისთვის, ეკრანის გარეშე, ეცქირათ.

BOG
BOG

როგორც ანიმატორები, ჩვენი ცხოვრების უმეტესობას ეკრანთან ვატარებთ და დროთა განმავლობაში გარკვეულ ციფრულ გამოფიტვასაც განვიცდით. Mutoscope კი სწორედ ამ პრობლემას ჭრის და მეტად ხელშესახებ გზას გვთავაზობს ანიმაციების გამოსაცდელად, — აცხადებს ჯეიმს უილკინსონი, Tentacle-ის ხელმძღვანელი.

ე. წ. მექანიკური ფლიპბუქია 36 ბარათით, რომლებიც ისეა მოწყობილი, რომ მოძრაობის ილუზია შექმნას. დაახლოებით 3-წამიან ანიმაციას შემოგვთავაზებს. Mini-Mutoscope კომპლექტის ნაწილია და იდეალურია მათთვის, ვისაც ხელნაკეთი ნივთების დამზადება უყვართ. თანაც საკმაოდ მარტივია ასაგებად. ამბობენ, რომ დამწყებებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია, მაგრამ გამოცდილი ანიმატორებისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რათა შეზღუდულ ჩარჩოებში ცადონ ამბის მოყოლა.

ხოლო თავდაპირველი მოწყობილობის წარმოშობა რომ აღენიშნათ, ამჟამინდელი Mini-Mutoscope ვინტაჟური ფილმის მონსტრების 5 თავდაპირველ ანიმაციასაც მოიცავს. თუმცა, შესაძლოა, ცარიელ ჩარჩოებიანი ვერსიაც შეუკვეთოთ და თავადვე გააკეთოთ საკუთარი ანიმაცია.

ვეცადეთ მოწყობილობის წარმოშობას შევხებოდით, ვინტაჟური მონსტრები კი სახალისო და საინტერესო გზად გვესახება. თუმცა თემის უამრავი ვარიანტი გვაქვს, რომელზეც მომავალშიც ვიმუშავებთ, — აცხადებს ჯეიმსი.

რაც შეეხება უშუალოდ დიზაინის შექმნის საკითხს, როგორც ჰყვებიან, 3D ბეჭვის ტექნიკით დაამზადეს. ხისა და ქაღალდის ნაწილები აქვს. თუმცა ამ პროცესში მდგრადობის ერთგულნიც დარჩნენ და ეცადნენ, მექანიკური ელემენტები რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო, ამავე მიზნით, იგი ადგილობრივად სტუდიაში დაამზადეს. 

დაბოლოს, Mini-Mutoscope-ის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ იგი კარგ საგანმანათლებლო ხელსაწყოდაც შეიძლება გამოდგეს, რათა ადამიანებს გავაცნოთ ანიმაციების პრინციპები. ინსპირაციის წყაროდაც შეიძლება იქცეს და მაშინ დაგვეხმაროს, როცა შემოქმედებით შიმშილს განვიცდით…

 

ციფრული ტერმინალი კრიპტოგადახდებისთვის: გამოიყენე კრიპტო ყოველდღიურობაში

სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის” რესტორანი „მედეა” სასიამოვნო ზაფხულის ჯაზსაღამოს გპირდებათ