პრინც ჰარის და მსახიობ მეგან მარკელის სამეფო ქორწილი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განხილვადი თემაა. ცერემონია, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის, 19 მაისს გაიმართება. ფაქტია, რომ ახლად დაქორწინებულები წარმოუდგენელი რაოდენობის საჩუქარს მიიღებენ, სხვადასხვა კომპანიებიც მათთვის სპეციალურ კამპანიებს ახორციელებენ. ინგლისის დროშის ფერებით და სამეფო ქორწილით შთაგონებულმა BMW-მ გადაწყვიტა ორიგინალური დიზაინის MINI შეექმნება, რომელიც 19 მაისს, ცერემონიის შემდეგ, სპეციალურ აუქციონზე გაიყიდება, თანხა კი მთლიანად პრინც ჰარის საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება.


























