როგორც ყველაფერი ძველი, 1959 წლის MINI – ყველაზე პოპულარული და სახასიათო მოდელიც კვლავ აქტუალური ხდება. ოღონდ, ამჯერად კომპანია გეგმავს თავისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ავტომობილი გარემოსთვის უვნებელი გახადოს, ამიტომაც ის ძველებური ვიზუალით შექმნილი ახალი ელექტრომობილი იქნება. ბრენდი იდეის განხორციელებას 2019 წლისთვის გეგმავს, ამ დროისთვის “მინის” კონკრეტულ მოდელს 60 წელი შეუსრულდება. მართალია, დეტალებზე სასაუბროდ ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა, კომპანია ანონსის სახით რამდენიმე ფოტოსა და სარეკლამო ვიდეორგოლს მაინც გვთავაზობს.