in

MINI-სა და Pokémon-ის პირველი თანამშრომლობა იხილეთ ახალ ვიდეოში

როდესაც თამაშში თქვენი გმირი მანქანით მისიის შესასრულებლად მიემართება, ალბათ ხშირად წარმოგიდგენიათ, როგორ ირღვევა ეს რაღაც ვირტუალური ბარიერი თქვენსა და თამაშს შორის და როგორ განიცდით ამ შეგრძნებებს რეალურ დონეზე…

ალბათ პატარა მანქანების ცნობილი მწარმოებელიც ფიქრობდა ამაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული ასახსნელია ის კონცეპტი, რომელიც მან ახლახან წარმოადგინა. კონცეფციას MINI Concept Aceman Pokémon Mode ჰქვია და ის MINI-სა და Pokemon-ის თანამშრომლობის პირველი შედეგია.

MINI-ის მთავარი მახასიათებელია პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული მიდგომა ინდივიდუალური მობილურობის მიმართ. ამასთან, დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ჩვენს ავტომობილებს გამორჩეული დიზაინი ჰქონდეთ. მომავლის MINI-ში გეიმიფიკაცია უფრო შემოვა და უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს ჩვენს მომხმარებლებს”, – ამბობს სტეფანი ვურსტი, MINI-ს ხელმძღვანელი.

Roommate Georgia: „თუკი ბინის ქირა თქვენც გაგიძვირეს, ოთახის მეზობელს ჩვენ გაპოვნინებთ“

Netflix დედოფლის გარდაცვალების გამო The Crown-ის გადაღებებს აჩერებს!