in

იაპონელი ხელოვანის მინიატურული წეროები

ტოკიოელი არტისტი, ნაოკი ონოგავა თავის მედიტაციურ პრაქტიკას აგრძელებს, რომლისთვისაც ათასობით ქაღალდის წეროს ამზადებს. მის ნამუშევრებში ჭარბობს ბონსაის ხეებზე მტევნებად მიმაგრებული პაწაწინა ჩიტები, რომლებიც ფოთლების მაგივრობას უწევენ ხეს. ეს მინი სკულპტურები ზოგჯერ სხვადასხვა ფრადაა შეღებილი.

BOG
BOG

ონოგავას ინსპირაციად აქვს წეროების გუნდები და ამბობს, რომ მისი ეს სკულპტურები ახლა მარადიულობის სიმბოლოა.

ხელოვანი ამჟამად ორი გამოფენისთვის ემზადება, რომელსაც ოკაიამასა და ფუკუიამაში ჩაატარებს. თუ გსურთ, მეტად ჩაერთოთ მის შემოქმედებაში, ეწვიეთ ონოგავას ინსტაგრამს.

 

ასტრონავტები კოსმოსში სალათის ფოთლების მოყვანას გეგმავენ

კომპანიამ მოხალისეთა სიზმრებში რეკლამა „განათავსა“