ყველაფერი გენიალური რომ მარტივია, სწორედ ამას შეგვახსენებს 2025 წლის Minimalist Photography Awards. იმ შემოქმედებითი ხედვის მოზიარეს გვხდის, რომელიც მინიმალისტურ სცენას რაღაც განსაკუთრებულად აქცევს, ამ ამბის ავტორი კი ფოტოგრაფები არიან მსოფლიოს 50 ქვეყნიდან.
კონკურენცია მწვავე იყო. სულ 7000 ნამუშევარი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გამარჯვება კი ალექსანდროს ოთონოსმა მოიპოვა Threads of Memory-ის სერიით და ასე 2025 Minimalist Photographer of the Year-ის ჯილდოც დაიმსახურა — ოჯახის ძველი ფოტოები დროის მსვლელობის, მემკვიდრეობისა და დანაკარგის შესახებ ამბების მოსაყოლად გამოიყენა, გვაჩვენა, როგორ შეიძლება მცირე ჩარევით დიდი ემოციური ზეგავლენის მოხდენა.

გარდა წლის მინიმალისტური ფოტოგრაფისა, კონკურსი 12 კატეგორიას მოიცავდა, დაწყებული Fine Art-ით, გაგრძელებული Architecture-ითა და დამთავრებული Night Photography-ით. შედეგები კი გვაჩვენებს, თუ როგორ აქვს მინიმალისტურ მიდგომას დიდი გავლენა ფოტოგრაფიაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ჩუმ პეიზაჟს იღებენ თუ ხმაურიან სცენას.

საინტერესოა, რომ ხელოვნური ინტელექტი აქაც ახსენეს:
„წელს Minimalist Photography Awards-მა ნახევარ საუკუნეს მიაღწია, 2600 განაცხადითა და 7000-ზე მეტი სურათით მსოფლიოდან… იმ დროში, როცა ხელოვნური ინტელექტი სწრაფად აბიჯებს შემოქმედებით სფეროში, ეს ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ ფოტოგრაფია კვლავ ცოცხალია და აგრძელებს ხელოვანების შთაგონებას გლობალური მასშტაბით. 2025 წლის გამარჯვებული ნამუშევრები აჩვენებს, რომ მინიმალისტური ფოტოგრაფია მხოლოდ ცოცხალი კი არ არის, არამედ ვიზუალური გამოხატვის მნიშვნელოვანი ფორმა გახდა“.
ახლა კი დროა, ნახოთ, როგორ დაამტკიცეს ფოტოგრაფებმა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია:






























