in

საარსებო მინიმუმი შემცირდა

საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.2 ლარით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 170.2 ლარი გახდა, როცა აგვისტოში 171.4 ლარი იყო.

1.1 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც: 2018 წლის სექტემბერი – 150.7 ლარი, აგვისტო – 151.8 ლარი. ამავე მონაცემებით, 2.2 ლარითაა შემცირებული საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – თუ მაჩვენებელი აგვისტოში 287.6 ლარი იყო, სექტემბერში 285.4 ლარი გახდა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც ვაჭრობა ბევრად მარტივი გახადა – Amazon.com-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ბიზნეს-ისტორია

თბილისში არქიტექტურის ბიენალე გაიმართება