18
Jul
2015

მინიონომანიით შეპყრობილი კომპანიები

18 Jul 2015

“Universal Pictures”-მა ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი მარკეტინგული კამპანიის განხორციელება შეძლო.

“მინიონების” პრემიერამდე ყველაზე დიდი კომპანიები მინიონომანიით შეპყრობილებს გავდნენ. პროექტის პარტნიორები გახდნენ ისეთი ბრენდები, როგორიც Amazon, General Mills, McDonald’s, Ferrero, Kraft Foods, P&G-ია. მხოლოდ მათმა არსებობამ “მინიონებს” 593 მილიონი დოლარი მოუტანა.

Procter & Gamble

კომპანიამ ერთდროულად სამი პოდუქტი დაბრენდა Puffs-ის ხელსახოცები,  Swiffer და Bounty.

NXczy4Uj_mGrTXZS7c_l

o8bImYNQ_mPJ5Qvw4u_m

 

Chiquita

მწარმოებელმა მინიონების პრომო-აქცია წამოიწყო. მილიონობით ბანანზე სტიკერები დააგკრეს, ააწყვეს სპეციალური საიტი, სადაც თამაშები და სხვა გასართობი აპლიკაციები ატვირთეს.

Ferrero

ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქეისს “Ferrero” ფლობს. კომპანიამ “Tic Tac”-ის ლიმიტირებული სერია გამოუშვა, ჩაუშვა სხვადასხვა აპლიკაციები და მინიონების თემით სოც.ქსელშიც რამოდენიმე კამპანია განახორციელა.

xkrBZ4n8_m

Amazon

რაც შეეხება ამაზონს, რამდენიმე თვის მანძილზე ამანათებს მინიონის ყუთებით დაარიგებს.

HAD9afgZ_m

McDonald’s

“McDonald’s”-მა სარეკლამო კამპანია “მინიონომანია” წამოიწყო. ივლისსა და აგვისტოში “McDonald’s”-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ “ჰეფი მილში” მინიონის გმირები აღმოაჩინონ.

განხილვა