in

ჩინურმა როვერმა მთვარის შორეულ მხარეს მინის ბურთულები აღმოაჩინა

მსგავსი ობიექტები დედამიწაზეც გვხვდება

მთვარეზე გაშვებულმა კოსმოსურმა აპარატმა Yutu-2 მინის უცნაურ ბურთულებს მიაკვლია. მთვარემავალზე დამონტაჟებულმა პანორამულმა კამერამ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე ნახევრად გამჭვირვალე, მცირე ზომის სფერულები დააფიქსირა. შესაძლოა, ეს ობიექტები მთვარის მანტიის შემადგენლობასა და სხვა ობიექტებთან შეჯახების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდეს.

M2
M2

საგულისხმოა, რომ მთვარეზე მინა იშვიათობას არ წარმოადგენს. ის მაშინ ფორმირდება, როცა სილიკატები მაღალი ტემპერატურის გავლენას განიცდის. თავის მხრივ, ამ მატერიის წარმოქმნას ვულკანების აქტიურობამ და მეტეორების ხშირმა ვარდნამ შეუწყო ხელი. სწორედ მსგავს კატასტროფებს მიეწერება კრატერების მიმდებარედ აღმოჩენილი ბურთულების გაჩენაც.

მართალია, მსგავსი ობიექტები აქამდეც დაფიქსირებულა, მაგრამ მათგან განსხვავებით ახალი სფერულები შედარებით დიდი ზომით და მოყავისფრო შეფერილობით ხასიათდება. ასევე, განსხვავებულია სინათლის გამტარობაც.

ანალოგიური ობიექტები დედამიწაზეც მოგვეპოვება და მათ ტექტიტები ეწოდება. მათი ფორმირება ასეთ პროცესს გადის — მანტია დნება, ჰაერში იტყორცნება, მყარდება და მინის პატარა ბურთულების სახით ხმელეთზე ცვივა.

ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და ძველი რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს

ვეგანურმა ბრენდმა სუნამო ბეკონის არომატით გამოუშვა