in

საუკეთესო ხედები და საოცარი კომფორტი – MINI-ს კომპაქტური სამოგზაურო სახლი

ყველაზე მაღალი კლასის მქონე საერთაშორისო სასტუმროსაც კი არ აქვს ისეთი უნიკალური ხედები, სივრცე, საოცარი ლოკაციები, კომფორტი და სხვა მრავალი უპირატესობა, რაც MINI-ს პატარა “სახლს”. ავტომობილების მწარმოებელმა ბრენდმა მომხმარებელს თავის ჩვეულ პროდუქტთან ერთად, არაჩვეულებრივი საზაფხულო, კომპაქტური საცხოვრებელი შესთავაზა, რომლის ტარებაც ნებისმიერ დროსა და ადგილას არის შესაძლებელი. ასეთი კომფორტის წყალობით, დასვენება და მოგზაურობა გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება, ამასთან, ბევრად ხელმისაწვდომიც. სიახლისთვის ლამაზი სარეკლამო ვიდეორგოლის შექმნაზე, სააგენტო The Brooklyn Brothers-მა იზრუნა და დავალებას თავი იმდენად კარგად გაართვა, რომ მაყურებელს ვიდეოს ნახვისთანავე, MINI-სთან და პატარა სახლთან ერთად მოგზაურობის სურვილს უჩენს.

 

https://www.youtube.com/watch?v=AHgExlIGms8

[EXCLUSIVE] Menu Group და Delivery Hero Foodpanda Georgia-ს გაყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ!

სტარკების მგლის ფორმის ღვეზელები და რესტორანი You Know Nothing John Dough! – “ცხელმა ფუნთუშამ” თავისი საცხობი გახსნა