1 ივნისი ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატარა, ცნობისმოყვარე, მხიარული და ძვირფასი წევრების დღეა. ეს თარიღი ჩვენთვის განსაკუთრებულია — გვჯერა, რომ ბავშვების ლაღ და ბედნიერ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. სწორედ ამიტომ, გახსნის დღიდან, ყოველთვის ვცდილობდით, ჩვენი დახლები მათი მდიდარი წარმოსახვის უნარისთვის შესაფერისი, ფერადი და მხიარული ნივთებით აგვევსო.
შედეგად, ჩვენი ფილიალები ბავშვების საყვარელ გასართობ და თავშესაქცევ სივრცედ, ჩვენი პროდუქტები კი — მათი ცხოვრების განუყრელ ატრიბუტებად იქცა.
პატარებთან მეგობრობასთან ერთად, მინისოს მხიარული კოლექცია ბავშვობის მოგონებებსა და შეგრძნებებს ზრდასრულებსაც შეახსენებს — გვჯერა, რომ ბავშვობა ასაკთან ერთად არ მთავრდება. ამიტომაც, ჩვენთან ბავშვური ცნობისმოყვარეობა და ფანტაზია ასაკის მიუხედავად იღვიძებს. ჩვენს ფილიალებში ხშირად შეამჩნევთ ზრდასრულებს, რომლებიც მინისოს ფუმფულებს გულში ბავშვებივით იხუტებენ, ან უჩვეულო თავსატეხ-სათამაშოს ცნობისმოყვარედ აკვირდებიან, ან სულაც, ფერად-ფერადი საწუწაო თოფების დანახვაზე უბრწყინდებათ თვალები.
სწორედ ამიტომ, მინისო ბავშვური სილაღის, ცნობისმოყვარეობისა და უსაზღვრო წარმოსახვის მაღაზიაა. ბავშვურ ემოციებთან გულწრფელი და განსაკუთრებული სიახლოვის გამო კი, გვინდოდა, ბავშვთა დაცვის დღე განსაკუთრებულად აღგვენიშნა.
ამ მნიშვნელოვანი მისიისთვის, მინისოს ფილიალებში ჩვენი გუნდის წევრები შვილებთან ერთად მოვიწვიეთ და ვთხოვეთ, საკუთარი ფერადი შინაგანი სამყარო მინისოს ვიტრინებზე გადმოეხატათ.
ამ სახალისო აქტივობის შედეგად, მინისოს გუნდის წევრებმა უკან, ბავშვობაში იმოგზაურეს, ბავშვებმა საკუთარი უსაზღვრო ფანტაზია კიდევ ერთხელ გამოავლინეს, ჩვენი ფილიალები კი პატარების მრავალფეროვანი სამყაროსავით გაფერადდა.
ბავშვობაში დაბრუნებული მშობლებისა და მათი არაჩვეულებრივი შვილების ნამუშევრების დათვალიერება მინისოს 21 ფილიალში შეგიძლია.
დამატებით კი 1 ივნისის აღსანიშნად და პატარების გულების გასახარებლად, განსაკუთრებულ შეთავაზებებს გიმზადებთ — თვალი გვადევნე და არ გამოგრჩეს!
გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!
[R]