იაპონური კულტურით შთაგონებული ბრენდი MINISO, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში, 4200- ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი, წინა კვირას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე პირველად გამოჩნდა და შედეგად, 608 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ბლუმბერგის მონაცემებით, ხუთშაბათს აქციების ღირებულება 24.90 დოლარამდე გაიზარდა და შემდეგ 20.88 დოლარის ნიშნულზე შეჩერდა. შედეგად, MINISO HOLDING-ის საბაზრო ღირებულებამ 6.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ბლუმბერგის აზრით, ნიუ იორკის ბირჟაზე წარმატებას მსოფლიოში covid-19-ით გამოწვეულმა ვითარებამაც შეუწყო ხელი. ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა გლობალურმა რეცესიამ, გარდა იმისა, რომ ონლაინ გაყიდვების არნახული ზრდა გამოიწვია, მომხმარებელის ქცევაც შეცვალა და შოპინგი უფრო რაციონალური გახადა.
ეკონომიის მიზნით, ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ბიუჯეტურ მაღაზიებს. ამ პერიოდში საშუალო საფასე კატეგორიის მქონე საცალო ვაჭრობის მაღაზიებმა თავისი სეგმენტი დაკარგა, რამაც აშშ-ში გაკოტრების პირას მიიყვანა ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Muji, J Crew, Brook Brothers.
„მინისოს“ დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 8,500-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნვენ, მინისოს წარმატება მისმა ბიზნეს კონცეფციამ განაპირობა, ბრენდი სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის პროდუქტს ხელმისაწვდომ ფასად. ახალი ინვესტიციების გამოყენებას „მინისო“ ბაზრის გაფართოებისა და ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში გეგმავს.
„მინისო“ საქართველოში 2016 წლის ნოემბერში გამოჩნდა და ერთგულ მომხმარებლებს დღეს უკვე 15 ფილიალისა და ონლაინ შოპის საშუალებით მასპინძლობს. მინისო ჯორჯია მაქსიმალურად ცდილობს ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა რეგიონისთვის. მაღაზიებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც შეხვდებით.
ამ დროის განმავლობაში, მინისომ გარშემო ისეთი ადამიანები შემოიკრიბა, რომლებსაც გულით სჯერათ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და პატარა დეტალებით ჩვენი ყოველდღიურობის გახალისებაა შესაძლებელი.
[R]











