in

საჩუქრის გაცემის ბედნიერება — მინისოში საახალწლო კამპანია დაიწყო

საჩუქრების მიღება ყველასთვის საყვარელი და ემოციური პროცესია. წინასაახალწლო პერიოდში სასურველი საჩუქრის მიღებით გამოწვეულ ემოციებს და ბედნიერ ადრესატებს აქტიურად ვხედავთ რეალურ ცხოვრებაში, ფილმებსა თუ სარეკლამო კამპანიებში. თუმცა ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩებიან თავად საჩუქრის გამცემები. ისინი, ვინც რეალურად ქმნიან ამ ბედნიერ ემოციებს საგულდაგულოდ შერჩეული საჩუქრებით. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესით თავადაც უდიდეს სიამოვნებას იღებენ. 

სწორედ ამ დაკვირვებაზე აიგო მინისოს საახალწლო კამპანია, რომელშიც მთავარი ფოკუსი სწორედ საჩუქრის გაცემის ბედნიერებისკენაა მიმართული. კამპანიის მთავარი ვიდეორგოლი განსხვავებული ადამიანების გულწრფელ, განსაკუთრებულ ემოციებს ასახავს, მთავარ როლებში კი, საჩუქრის მიმღებების ნაცვლად, სწორედ საჩუქრის გამცემები გვევლინებიან.

გულწრფელ ადამიანურ ემოციებთან და ჯადოსნურ განწყობასთან ერთად, ვიდეოს მთავარი ხიბლი მის მოულოდნელ განვითარებაშია — კადრების მსვლელობისას მაყურებელს რჩება განცდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ვხედავთ, ახალი წლის დადგომამდე ვერ ითმენენ. მათთვის განკუთვნილ საჩუქრებს პოულობენ, ჩუმად ხსნიან და საჩუქრების მიღებისგან გამოწვეულ ემოციებს გამოხატავენ. ვიდეოს გარდამტეხ ეტაპზე კი ნათელი ხდება, რომ რეალურად, ეს არა ადრესატების, არამედ საჩუქრის გამცემების ეიფორიის ამსახველი რეაქციები იყო. ადამიანების, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის გააბედნიერებდნენ ძვირფას გარშემომყოფებს სპეციალურად მათთვის შერჩეული საჩუქრებით. ის კი, რაც საჩუქრების გახსნას ჰგავდა, სინამდვილეში, ადრესატებისთვის საჩუქრების საგულდაგულოდ შეფუთვას და მომზადებას ასახავდა. 

ვიდეორგოლს კიდევ უფრო ჯადოსნურ ხასიათს სძენს ჰარმონიული კომპოზიცია, რომლის ტექსტი და მუსიკა, სპეციალურად მინისოს კამპანიისთვის, Sophie Villy-მ შექმნა.

„საჩუქრის ტრადიცია ორმხრივ პროცესს — გაცემას და მიღებას მოიცავს, თუმცა, რატომღაც, ყოველთვის ადრესატებს უფრო ვაკვირდებით. რეალურად კი, საჩუქრის გამცემები, რომლებიც სიამოვნებას სხვების გაბედნიერებით იღებენ, ყურადღების მიღმა გვრჩებიან. არადა მანამ, სანამ საჩუქრები ადრესატების თვალებსა და სახეებს ბედნიერებისგან გააბრწყინებს, ჯერ ხომ თავად საჩუქრის გამცემებს ავსებს დადებითი ემოციებით. ვფიქრობთ, საჩუქრის მიღებაზე არანაკლებ სასიამოვნოა, როცა ძვირფასი ადამიანისთვის საჩუქარს მისი ინტერესების მიხედვით არჩევ და ერთი სული გაქვს, როდის გადასცემ, რომ მისი ბედნიერი სახე ნახო. სწორედ ამიტომ, გვინდოდა, საახალწლო კამპანიით, საჩუქრის გაცემის ბედნიერება წარმოგვეჩინა, გამცემები კი, წაგვეხალისებინა და ყველასთვის შეგვეხსენებინა, თუ რამდენად დიდი ბედნიერებაა, როცა სხვას ახარებ. ამიტომაც, ჩვენი კამპანია ეძღვნება მათ, ვინც გარშემომყოფებს ნამდვილ დღესასწაულს უწყობენ, მათ გასახარებლად ძალისხმევას არ იშურებენ, ნივთებს საგულდაგულოდ არჩევენ და სხვა ადამიანებისთვის დადებითი ემოციების მინიჭებით, თავადაც უდიდეს სიამოვნებას იღებენ“,აღნიშნავს მინისოს მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიამ ჯანჯღავა.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კამპანიაზე მუშაობისას საჩუქრების შერჩევის სტრესული ასპექტიც გაითვალისწინეს. . დატვირთული წლის ბოლოს, ქაოსურ ქალაქში, უამრავი საქმის მოსაგვარებლად სირბილი და სხვადასხვა ადრესატისთვის იდეალური საჩუქრების შერჩევა არც ისე მარტივია. შესაბამისად, კამპანია ერთგვარი წახალისებაა მათთვის, ვინც წინასაახალწლო აურზაურში ადამიანების გახარების სასიამოვნო შეგრძნებაზე უარს არ ამბობს და ამ პროცესში თავადაც დადებითი ემოციებით იმუხტება.

„მინისო ემოციებით სავსე ბრენდია. მინისოს საჩუქრების გაცემა კი მრავალფეროვან შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ბაზარზე ჩვენი მთავარი განმასხვავებელი სწორედ პროდუქტების უნიკალურობაა — კოსმეტიკის აქსესუარებს, სამოგზაურო ატრიბუტებს, სათამაშოებს თუ სახლის ნივთებს ბევრგან იპოვით, თუმცა ისეთებს, რომლებიც ყველაზე მოსაწყენ პროცესებსაც სახალისოდ აქცევს, მხოლოდ მინისოში აღმოაჩენთ. ჩვენს თაროებზე განთავსებული, სახალისო დიზაინის და უჩვეულო ფუნქციების პროდუქტები ადამიანებს აღიმებს, ზოგჯერ გულიანადაც აცინებს და სიხარულს, ბედნიერებას ანიჭებს.

და, რაც ყველაზე მთავარია, მინისოში უამრავი განსხვავებული ნივთია, რომლებიც ადამიანების ინდივიდუალურ ინტერესებს თუ ხასიათს ერგება, რაც საჩუქრის გამცემებს ნივთების სწორად შერჩევის და ადრესატის განსაკუთრებულად გახარების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, ჩვენთან შეიძლება იპოვოთ ნივთი, რომელიც თქვენი და თქვენი მეგობრის გაცნობის ისტორიას ან თქვენს საერთო ხუმრობას გაგახსენებთ. შეიძლება ისეთ სათამაშოს გადააწყდეთ, რომელიც რაღაცით თქვენს ადრესატს წააგავს. ან კონკრეტული ადამიანის ინტერესის გათვალისწინებით, ისეთი განსაკუთრებული ნივთი აღმოაჩინოთ, რომელიც პრაქტიკულიც იქნება და თქვენს ძვირფას ადამიანს, ყოველ ჯერზე, დადებით განწყობაზეც დააყენებს. ან, სულაც, საიდუმლო სანტას თამაშისთვის იდეალური საჩუქარი იპოვოთ — მრავალფეროვანი კოლექციებიდან გამომდინარე, მინისო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თანამშრომლებისთვის სახალისო საჩუქრების შესარჩევად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი წლის კამპანიაც, სწორედ ამ ნამდვილ, გულწრფელ ემოციებთან დაგვეკავშირებინა“,ამბობს მინისოს მარკეტინგის დირექტორი, მარიამ ჯანჯღავა.

მათთვის, ვისაც საჩუქრის გაცემის ბედნიერების განცდა სურს, კამპანიის ფარგლებში, მინისოს ახალი სასაჩუქრე ყუთებიც შეიქმნა. ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის განკუთვნილი ყუთები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების ადამიანებზე მორგებულ, არაჩვეულებრივ ნივთებს აერთიანებს, რომლებიც როგორც გამცემებს, ისე ადრესატებს, ჯადოსნური ახალი წლის შექმნაში დაეხმარება. 

ასე რომ, თუ დეკემბრის დადგომასთან ერთად, უკვე ცქმუტავ და ერთი სული გაქვს, ძვირფას ადამიანებს როდის გაახარებ, მინისო შენს განკარგულებაშია. შეგიძლია არაჩვეულებრივი საჩუქრების შერჩევა დაიწყო და ბოლომდე შეიგრძნო საჩუქრის გაცემის ბედნიერება.


კრედიტები:

ბრენდი: მინისო
მარკეტინგის დირექტორი: მარიამ ჯანჯღავა
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: პავლე გაბრიჭიძე
კრეატივ სტრატეგი/კოპირაიტერი: ელენე დანელია
არტ დირექტორი: პავლე გაბრიჭიძე, ელენე დანელია
ილუსტრატორი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
რეჟისორი: დიმა ჩხეიძე
ოპერატორი: ვიგენ ვართანოვი
რეჟისორის ასისტენტი: სალომე ჯუღელი
პროდიუსერი: ზუკა ღარიბაშვილი, მარიამ ხოფერია
დამდგმელი მხატვარი: პოლინა რუდჩიკ, სანდრო ნადარეიშვილი
რეკვიზიტორი: ზაზა ვაშაყმაძე
მხატვრის ასისტენტი: ზაზა გოგორიშვილი, რეზი ჯინჯიხაძე, ლევან თეთრაძე
კოსტუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: ელენე ზვანბაია
ლოკაციის მენეჯერი: ქეთევან კვინიხიძე
ქასთინგის მენეჯერი: ნანუკა სიორიძე
ქასთინგის მენეჯერის ასისტენტი: ელენე აბჟანდაძე
გრიმი: ნინო ბედელაძე, ვერიკო ბედელაძე 
ფოკუს ფულერი: გიორგი მედულაშვილი
კამერის ტექნიკოსი: გოგა კარბელაშვილი, ცოტნე ჩხეიძე
სტედიკამი: დავით ოდიშარია
გაფერი: შოთა ხიჯაკაძე
ხმის ოპერატორი: Polina Polukhina
ხმის დიზაინი: პაატა გოძიაშვილი
მუსიკა და ტექსტი: Sophie Villy
პროდიუსინგი: Sophie Villy / უჩა გუგუნავა
ხმის მიქსინგი და მასტერინგი: უჩა გუგუნავა
ფერი: Pavel Marko (UPP Prague)
გრაფიკა: რეზო ბოკერია

[R]

4 რჩევა დროის მენეჯმენტისთვის

რატომ და როგორ უნდა შევამციროთ პლასტმასის ნარჩენები?