in

მიომედიკა – „ესთეტიკის ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის პროგრამა უნიკალური შესაძლებლობებით“

პროგრამული უზრუნველყოფა, ნებისმიერი ბიზნესისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გამონაკლისს არც სილამაზის ინდუსტრიის კომპანიები წარმოადგენს. მეტიც, ეს იმდენად მრავალფეროვანი ბიზნესია, თავისი მიმართულებებით და შესაძლებლობებით, რომ პროგრამული მხარდაჭერა აუცილებელიცაა.

„მიომედიკა“ ესთეტიკის ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სისტემაა. პროგრამა დაფუძნებულია ღრუბლოვან (cloud) ტექნოლოგიაზე. ეს ნიშნავს, რომ პროცესები ვებგვერდის საშუალებით იმართება, რაც კიდევ უფრო ამარტივებს პროგრამაში მუშაობას, ნებისმიერი ადგილიდან. მისი დახმარებით, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, მნიშვნელოვნად გაიმარტივონ მართვის პროცესი და რაც მთავარია, მიიღონ ის მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაცია, რაც სამომავლოდ, სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.

პროგრამაზე კომპანია FINA-მ იმუშავა, რაც დამატებით სანდოობას ქმნის, მომავალი კლიენტებისთვის. FINA 10 წელია, ბიზნესის წარმომადგენლებს მართვის სისტემებსა და პროგრამებს სთავაზობს, დღეს კი კომპანია 3 500-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

„წლებია, სხვადასხვა მიმართულების ბიზნესთან ვთანამშრომლობთ, პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. სილამაზის ინდუსტრია ეს ის სფეროა, სადაც ბიზნესის ავტომატიზაციის თვალსაზრისით, კონკურენცია არც ისე მაღალია, თუმცა საჭიროება ნამდვილად არსებობს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებითაც შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის პროგრამული გადაწყვეტილება“,- აცხადებენ კომპანია FINA-ში.

რაც შეეხება თავად „მიომედიკას“, ამ პროგრამით, ერთდროულად, შეგიძლიათ:

ჩაწერების მართვა რეგისტრატურის მოდულის დახმარებით, მომხმარებლის ამა თუ იმ პროცედურაზე ჩაწერა და რიგის მართვა, რაც მათ დისტანცირებაში დაგეხმარებათ.

სპეციალისტის პირადი კაბინეტი – სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა, პროგრამაში პირად კაბინეტთან მობილურის საშუალებით ჰქონდეს წვდომა და მარტივად აკონტროლოს ჩაწერების განრიგი, აღრიცხოს პაციენტის ისტორია, ჩატარებული პროცედურები, გაცემული დანიშნულება, რომელიც პაციენტის ისტორიაში ინახება და შესაძლებელია მისი თარიღების მიხედვით დათვალიერება. ასევე, პროგრამულად შესაძლებელია სხვადასხვა ოფიციალური სამედიცინო ფორმის ამოღება. სპეციალისტს საშუალება აქვს, აღრიცხოს თითოეულ პროცედურაში გამოყენებული მასალა, რის საფუძველზეც ხორციელდება საწყობიდან მათი ჩამოწერა.

ვიზიტების აღრიცხვა – ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა, საჭირო დროს, თვალი გადაავლოთ მომხმარებლების სტუმრობის ჯამურ რაოდენობას, კვირის ყველაზე აქტიურ დღეებს, შესრულებულ და გაუქმებულ შეკვეთებს. ასევე მიიღოთ ინფორმაცია, რომელი პროცედურებია ყველაზე მოთხოვნადი და რომელ სპეციალისტთან იყო ჩაწერების ყველაზე დიდი რაოდენობა.

მომხმარებლების ბაზის გაანალიზება – ეს მომხმარებელთა ვიზიტების რაოდენობისა და ჩატარებული პროცედურების აღრიცხვის საშუალებას მოგცემთ. ასევე შეგიძლიათ მიღებული სარგებლის შემოწმება ფილიალების მიხედვით, მომხმარებლების რაოდენობის შედარება და ყველაზე მოთხოვნადი პროცედურების დადგენა, ამა თუ იმ ფილიალში.

გარდა ამისა, ესთეტიკის ცენტრებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებს აქვთ თავიანთი სასაწყობე მარაგები, რომლის აღრიცხვაც საჭიროა. „მიომედიკა“ ამის შესაძლებლობასაც იძლევა. პროგრამა ერთდროულად შექმნილია იმისთვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს გაუმარტივოს მართვისა და აღრიცხვის პროცესი, ამავდროულად, მისცეს უნიკალურ სტატისტიკა, რაც მათ სწორი და ეფექტიანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

ყველა ამ ფუნქციონალის გარდა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ბონუს და ფასდაკლებების ბარათების ინტეგრირება. ესთეტიკის ცენტრსა თუ სტომატოლოგიურ კლინიკას აქვს შესაძლებლობა, დაგეგმოს მისთვის სასურველი მარკეტინგული კამპანია, მომხმარებელს შესთავაზოს ქულების დაგროვება ამა თუ იმ პროცედურაზე ან/და სპეციალური ფასდაკლებები. ასევე შესაძლებელია, მომხმარებელმა საკუთარ ანგარიშზე დარიცხოს მისთვის სასურველი ოდენობის ავანსი, რომელსაც მომავალ ვიზიტზე გამოიყენებს.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ „მიომედიკას“ ვებგვერდზე და დემო ვერსიის დახმარებით, თავად გაეცნოთ მის შესაძლებლობებს. სიახლეებს კი თვალი ადევნოთ კომპანიის Facebook გვერდზე.

[R]

პოსტპანდემიური ციფრული სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილად თანამშრომლები აქციეთ

„სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს