in

ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება მომხმარებელზე ზრუნვაა – მირანდა მალაზონია, საქართველოს ბანკის IT დეპარტამენტის გუნდის წევრი

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ყოველდღიური საქმიანობების, მათ შორის, საბანკო ოპერაციების გამარტივების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ, დღეს, მომხმარებლის მხრიდან სწრაფ და კომფორტულ ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. 

სწორედ ასეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და განვითარებაზე საქართველოს ბანკი აქტიურად მუშაობს. წამებში შესრულებული რთული ოპერაციები, თანამედროვე ციფრული პროდუქტები, მოქნილი საბანკო სერვისები – მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც საქართველოს ბანკი გვთავაზობს.

ამ ყველაფრის უკან კი ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები დგანან – მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ: შექმნან მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე სრულად მორგებული საბანკო გამოცდილება. ამ ადამიანებს შორისაა საქართველოს ბანკის IT ხარისხის მართვის ინჟინერი, მირანდა მალაზონია, რომლის გუნდიც მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე მუშაობს. 

გზა საქართველოს ბანკამდე

საქართველოს ბანკის გუნდს 2 წლის წინ შემოვუერთდი. მანამდე დამწყები UI/UX დიზაინერი ვიყავი, ამიტომ დეველოპმენტ გუნდთან ერთად საინტერესო და ხარისხიანი პროდუქტების შექმნის გარკვეული გამოცდილებაც მქონდა. 

ყოველთვის მომწონდა საქართველოს ბანკის პროდუქტები. განსაკუთრებით საინტერესო კი mBank-ის აპლიკაცია იყო, რომელიც ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის და UX დიზაინერისთვის, კარგი სამომხმარებლო გამოცდილების გამორჩეულ მაგალითად ითვლებოდა. ამიტომ, ასეთ გუნდში მოხვედრა ჩემთვის დიდ გამოწვევას უკავშირდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ გუნდს შემოვუერთდი და შიდა სამზარეულოში ჩავიხედე, მივხვდი, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო საბანკო პროდუქტი არსებობს, რომლებსაც აქ დასაქმებული პროფესიონალები ქმნიან.

ახლა საქართველოს ბანკში IT ხარისხის მართვის ინჟინრის პოზიციაზე ვმუშაობ და ვფიქრობ. ეს ზუსტად ის სფერო აღმოჩნდა, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ და ჩემი უნარები ყოველდღიური საქმიანობის ხარისხიანად შესრულებაში მეხმარება.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას

ჩემი გუნდი HR მენეჯმენტის სისტემასა და Payroll სოფტზე მუშაობს. HR მენეჯმენტის სისტემის მიზანია, თანამშრომლების მართვასთან დაკავშირებული პროცესების სისტემატიზება და შენახვა, ამ სისტემის მფლობელი ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტია, რომელიც 8000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს როგორც საქართველოს ბანკის, ისე მისი შვილობილი კომპანიების მასშტაბით. რაც შეეხება Payroll სოფტს, რომლის დანერგვაც სწორედ ახლა მიმდინარეობს, იგი თანამშრომლების ანაზღაურებას უზრუნველყოფს. 

გარდა ამ ორი ძირითადი პროექტისა, ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზეც, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ახალი თანამშრომლების შერჩევის და დასაქმების პროცესს, შევქმნით მათთვის სასიამოვნო სამომხმარებლო გამოცდილებას, პროცესის უკან მდგარ ყველა ადამიანს კი რუტინულ საქმეს გავუმარტივებთ.

მომხმარებელზე ზრუნვის პრაქტიკა

ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება ჩვენს მომხმარებლებზე ზრუნვაა. შესაბამისად, ჩვენი ამოსავალი წერტილი ადამიანია, კერძოდ კი, მომხმარებლისთვის გამარტივებული და მოქნილი სამუშაო პროცესის შექმნა. 

აქედან გამომდინარე, ჩვენი პროდუქტების გაუმჯობესება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა. ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ უკუკავშირს მომხმარებლებისგან, რომელზე დაყრდნობითაც ვცდილობთ, მათი საჭიროებები დავაკმაყოფილოთ და სისტემაც მეტად მოქნილი გავხადოთ. გარდა ამისა, მუდმივად ვზრუნავთ სისტემის ტექნოლოგიურ განახლებაზეც, რაც ხელს უწყობს პროცესების გამარტივებას როგორც სისტემის მომხმარებლისთვის, ისე დეველოპმენტ გუნდისთვის და კომპანიისთვის.

იყო საქართველოს ბანკის გუნდის წევრი, ნიშნავს მუდმივი განვითარების შესაძლებლობას

გუნდში ჩემი როლი პროდუქტის ხარისხის მართვას გულისხმობს. ჩემი საქმეა, უზრუნველვყო სისტემის ფუნქციონალის გამართულად მუშაობა, ანალიზის ეტაპზე ჩავერთო ამოცანის შემუშავებაში და საბოლოოდ, დავრწმუნდე, რომ პროდუქტი ზუსტად ისაა, რაც ჩანაფიქრში გვქონდა. 

საქართველოს ბანკში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ვისწავლე ისაა, რომ  სირთულეების აღარ მეშინია. მუშაობის დროს ვიცი, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, მთავარია, მარტივად შეხედო „გამოუვალ“ მდგომარეობას და ამ გამოწვევისგან მაქსიმალურად ბევრი ისწავლო. შესაბამისად, გუნდი მაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშაო როგორც საკუთარ პროფესიულ, ასევე პერსონალურ განვითარებაზე, შევქმნა რაღაც ახალი და ჩემი წვლილი შევიტანო ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესებაში.

[პარტნიორის კონტენტი]

5 მიზეზი რატომ უნდა იშოპინგო PLUS-ების დაბადების დღეზე ექსტრაზე?

თამაში თანასწორობისთვის