ალ მუტადილის ხეობაში ყოფნისას რამდენიმე ხელოვანმა ისეთ საკითხებთან დაკავშირებული გარე ინსტალაციები შექმნა, როგორიცაა მირაჟი, გაუჩინარება, ილუზია, მითი და პარადოქსი ბუნებრივ და ადამიანის მიერ შექმნილ სამყაროებს შორის.
Desert X-ისა და AlUla-ს სამეფო კომისიის თანამშრომლობის ფარგლებში, Desert X AlUla პირველი მსგავსი გამოფენაა საუდის არაბეთში.

დანა ავარტანის სკულპტურა შთაგონებულია ალ-ულას ხალხური არქიტექტურით — ჩაზნექილი გეომეტრიული ფორმებით. ხოლო ლენდ-არტისტმა ჯიმ დენევანმა ეფემერული გამოსახულებები შექმნა, რომლებიც სიდიდისა და მასშტაბის ცვალებადობაზეა ფოკუსირებული… ამავდროულად, ლისია ქუადის არქიტექტურული სტრუქტურები ასახავს და აყალიბებს ბუნებრივ არტეფაქტებს, რომლებიც ხელოვანმა უდაბნოში იხილა. მის მიერ შექმნილი ცვალებადი პერსპექტივები კი რეალობასა და ილუზიას შორის არსებულ ზღვარს უსვამს ხაზს.

გამოფენაზე კიდევ სხვა რამდენიმე ხელოვანის ნამუშევარია წარმოდგენილი — თითოეული მათგანი ინდივიდუალური მხატვრული ხასიათით და სიმბოლური დატვირთვით.



















