in

mIRC ანუ როგორ ვესაუბრებოდით ერთმანეთს ინტერნეტით 90-იანებში?

mIRC – ვფიქრობთ, ეს სახელწოდება ბევრს გეცნობათ. ეს იყო სივრცე, სადაც შეგეძლო მოწყვეტილიყავი რეალურ გარემოს და სადღაც, შორ დისტანციაზე გესაუბრა ნაცნობებთან და სრულიად უცნობ ადამიანებთანაც, რაც დღევანდელი ციფრული სამყაროსგან განსხვავებით, იმ დროისათვის საკმაოდ უცხო გამოცდილება იყო. მართალია, დიდი ხანია, რაც WhatsApp-ზე, Telegram-სა თუ სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციებზე აქტიურად გადავედით, თუმცა მათ, ვისაც 90-იანებსა და 2000-იანებში „ჩატაობა“ ახსოვს, mIRC არაერთ საინტერესო მიმოწერასთან ასოცირდება. სანამ თქვენ გემრიელ ფინჯან ყავას შეექცევით, ჩვენ ამ საკომუნიკაციო საშუალებაზე გიამბობთ.

mIRC – იგივე Internet Relay Chat ინტერნეტ სივრცეში 1995 წელს გამოჩნდა. Internet Relay Chat (ანუ IRC) არის ტექსტზე დაფუძნებული ჩატის სისტემა, რეალურ დროში შეტყობინებების გაცვლელად. ის განკუთვნილია ჯგუფური დისკუსიებისთვის, ფორუმებისთვის, ფაილების მიმოცვლისთვის… პროგრამის შექმნა ბრიტანეთში მცხოვრებ პროგრამისტს, ხალედ მარდამ-ბეის უკავშირდება. თავდაპირველად, პროგრამა Windows-ისთვის ჩატის სისტემის საჭიროებიდან შეიქმნა, შემდეგ კი ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა მომხმარებლებს შორის. ხალედი გრძნობდა მხარდაჭერას მომხმარებლებისგან, ამიტომაც აპლიკაციის განვითარება განაგრძო. mIRC-ის განახლებული ვერსია სულ უფრო მეტად იზიდავდა მომხმარებლებს.

შეიძლება ითქვას, mIRC რეალურ დროში კომუნიკაციის აპლიკაციების წინაპარიც გახლდათ. დღევანდელობაში, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა სმარტფონებისა და ლეპტოპების ეპოქამდე mIRC-ით მეტწილად პერსონალური კომპიუტერით ვსარგებლობდით.

პროგრამა განსაკუთრებით გეიმერებმა დააფასეს. მათი აზრით, mIRC მათ ჯგუფებად შეკრებასა და თამაშში ეხმარებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ mIRC არ იყო ერთადერთი IRC სისტემა, მომხმარებლებმა ის სხვებზე მეტად შეიყვარეს. თანაც, გეიმინგის გარდა, მომხმარებელი სადისკუსიო სივრცეს ქმნიდა, ბიზნესისთვის კომუნიკაციას ეწეოდა და სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდა, როგორიცაა MP3 ფორმატში აუდიოფაილის ჩამოტვირთვის რიგში ჩადგომა (რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ახლა).

mIRC-ს აქვს მრავალი საინტერესო მახასიათებელი. ერთ-ერთი არის მისი სკრიპტის ენა, რომელიც შემდგომ ვერსიებთან ერთად განვითარდა. ეს მახასიათებელი პროგრამას ცვლილებებისა და განსხვავებული დიზაინის დანერგვის საშუალებას აძლევდა.

შესაძლოა, ფიქრობთ, რომ mIRC წარსულს ჩაბარდა, თუმცა უნდა გაგაკვირვოთ და გითხრათ – ის დღესაც არსებობს და Windows XP-სა და უფრო ახალ ოპერაციულ სისტემაზეა ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ისიც კი გაიფიქრეთ, ვიღა იყენებს mIRC-სო? ლოგიკური კითხვაა, თუმცა რა აზრი ექნებოდა ამხელა სერვისის შენარჩუნებას, თუკი მას რეალური ადამიანები არ მოიხმარენ?

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

Carusell ავტომობილების ამერიკის აუქციონზე შეძენასა და შემდეგ მის გაყიდვაში დაგეხმარებათ

აი, როგორ იყენებს Coca-Cola ხელოვნურ ინტელექტს ახალი კამპანიისთვის