in

მირიან ჯუღელი თიბისის გუნდს შეუერთდა!

მირიან ჯუღელი თიბისის გუნდს სულ რამდენიმე დღეა, ციფრული კომუნიკაციების ლიდერის რანგში შეუერთდა.

მოგეხსენებათ, ის აქამდე საქართველოს ბანკში, ციფრული კომუნიკაციების დირექტორის პოზიციას იკავებდა, თუმცა 2019-ში, ამ ინდუსტრიისგან პაუზა აიღო და ეს პერიოდი სხვადასხვა ინტერესს, ლექციასა და თვითშემეცნებას დაუთმო.

რამდენიმე კვირის წინ, თიბისიდან დაუკავშირდნენ და ვინაიდან, მათი შემოთავაზება მისთვის საინტერესო აღმოჩნდა, წინადადებას დათანხმდა.

იმ სტანდარტულ საუბარს არ დავიწყებ, რომ სამყარო სწრაფად იცვლება, ჩვენი ცხოვრება უფრო კომპლექსური ხდება და ბლა ბლა ბლა. დღეს, საქართველოს ფინანსური სექტორი ნამდვილად საინტერესო ეტაპზეა, ერთი მხრივ, პანდემიური რეალობა და მეორე მხრივ, გამრავალფეროვნებული კონკურენცია, რაც ნამდვილად გამოწვევაა. ამიტომაც, ჩემი მთავარი მიზანი იქნება იმ მრავალფუნქციურ და დიდი კომპეტენციის მქონე გუნდთან ერთად, რომელიც თიბისიში ახლა გავიცანი, ისეთი გამოცდილება შევქმნა, რომელიც მე თავადაც, როგორც მომხმარებელს, მომეწონებოდა. პანდემიამ, ისევე, როგორც ყველას, ჩემს ცხოვრებაზეც იქონია ზეგავლენა, შეიძლება ოდნავ მეტადაც. თუმცა ჩემი აზრით, ჩვენ ახლა ყველაზე საინტერესო დროში ვცხოვრობთ, რაც კი კაცობრიობას ოდესმე გამოუცდია… ამიტომაც, მიხარია, რომ ამ გლობალურ მოვლენებს გლობუსის შუაგულიდან ვაკვირდები, – გვიხსნის მირიან ჯუღელი.

„ავერსმა“ მედიკამენტები კიდევ უფრო გააიაფა

ხატია ბუნიათიშვილი „კარტიეს“ სახე გახდა!