გაზიანი სასმელების ბრენდმა Mirinda ახალი გლობალური პლატფორმა წარადგინა, სლოგანით There’s No Flavor Like Your Flavor. ამის უკან კი განახლებული ვიზუალური იდენტობა დგას, რომელიც კრეატიულობისა და სხვადასხვა თაობასთან წვდომის გამოხატვას ემსახურება.
იმისათვის, რომ ბრენდს ზეტ თაობის წარმომადგენლებთანაც დაემყარებინა კავშირი და მხოლოდ ნოსტალგიის ნაწილად არ ქცეულიყო, ახალი ვიზუალური იდენტობა თანამედროვე ტრენდებს მოარგეს. ეს არის თამამი, ექსპრესიული და ენერგიული რებრენდინგი, რომელიც ავთენტურია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური სამყაროსთვის.
წარწერით „Making an M-Pact“, განახლებული სახე PepsiCo-ს დიზაინისა და ინოვაციების გუნდმა შეიმუშავა. მის ფარგლებში სასმლის საკულტო ლოგო შეიცვალა — გახდა უფრო კაშკაშა მწვანე, მეტად მკვეთრი კუთხეებითა და სუფთა ხაზებით, რათა კიდევ უფრო შესამჩნევი გამხდარიყო.
ამასთან, სიმბოლო M ერთგვარი ტილოს როლს შეითავსებს, რომელშიც ბრენდი არომატების მიხედვით შეცვლის ფერებს. ავტომატურად, ქილის დანარჩენი ვიზუალიც გემოების შესაბამისად იღებს ამა თუ იმ ვიზუალს, თავისი ფერებითა და გამოსახულებებით.