8
Oct
2019

სარკე, რომლითაც ინსტრუქტორი სახლში გავარჯიშებთ

8 Oct 2019

veon
veon


არავითარი მომდევნო ორშაბათისთვის გადადებული ვარჯიშები. მიზეზი ვარჯიშისთვის თავის ასარიდებლად, სულ უფრო ნაკლებია. მოწყობილობა, რომელზეც ახლა გიამბობთ, ტრენერთან დაგაკავშირებთ და მას თქვენი ვარჯიშის მონიტორინგის საშუალებას მისცემს. მოწყობილობა ინტერაქციული ფიტნეს ტექნოლოგიების კომპანიამ Mirror გამოუშვა. LCD დისპლეის საშუალებით, პირადი ფიტნეს ინსტრუქტორი თქვენს ვარჯიშს თვალს მაშინაც ადევნებს, როცა სახლში ვარჯიშობთ. აუდიო და ვიდეო მხარდაჭერა ინსტრუქტორს ეხმარება, შეაფასოს თქვენი ვარჯიშის დინამიკა და უკუკავშირიც დაუყოვნებლივ მოგაწოდოთ. მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ აირჩიოს აქტივობა (იოგა, ფიტნესი…). 40 ინჩიანი ეკრანი iOS ოპერაციულ სისტემაზეა თავსებადი და 70 სახის სერვისს ითვალისწინებს. ეკრანი $1495, ხოლო ერთი საათით ინსტრუქტორის დაქირავება $40 დაგიჯდებათ.

განხილვა