9
Oct
2018

მხოლოდ ზარმაცები გადარჩებიან! – მიშა ბახსოლიანის #აზრები

9 Oct 2018

M2
M2


ეს საქმე იმიტომ ავირჩიე, რომ ზარმაცი ვარ, უკვე შევეჩვიე, ნორმალურადაც გამომდის და, მინიმუმ, 5-6 წელი სხვა რამეზე გადართვას არ ვაპირებ. ბევრს ეს საქმე უმარტივესი ჰგონია. ხშირად მეუბნებიან, შენ რა გიჭირს, რაღაცას მოიფიქრებ, ორ სიტყვას დაწერ და  ხელფასს აიღებ. საბედნიეროდ, ისინი მართლები არიან.

მიშა ბახსოლიანი – სინიორ ქოფირაითერი, HOLMES&WATSON

სამი რამ, რის გამოც ქოფირაითერობა ყველაზე მაგარი საქმეა ზარმაცი ადამიანისთვის: 

  1. მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებ სამუშაო ადგილზე, სვამ, ან..ევ, ლეგოებით სიკვდილის ვარსკვლავს აწყობ თუ უბრალოდ ს…ვით ფანჯრიდან იყურები, ნებისმიერ წამს შეგიძლია თქვა, რომ ფიქრობ და მომენტალურად თავს დაგანებებენ.
  2. იმ შემთხვევაში თუ კარზე შემოდგომა და ცუდი ამინდები ერთდროულად მოდგა, შენ კი ადგომა და გარეთ გასვლა დაგეზარა, არაუშავს, კარგი იდეის ლოგინში მოფიქრებაც შეიძლება, შემდეგ კი უბრალოდ გააგზავნი, გადაბრუნდები და ძილს გააგრძელებ.
  3. „ბრიფის“ მიღებიდან „დედლაინამდე“ ოხრად დროა. შეგიძლია, ყველაფერი პირველსავე დღეს გააკეთო და მერე კარგად დაისვენო, ან პირიქით – ჯერ კარგად დაისვენო და მხოლოდ ბოლო დღეს „ჩაუჯდე“.

სამი რჩევა, რაც შეიძლება ხუთიც ყოფილიყო, მაგრამ მეზარება: 

  1. „დაიკიდე“ იდეა, რომელსაც ერთი წინადადებით ვერ „აპრავებ“.
  2. ყოველთვის თვითონ წადი შეხვედრაზე, რადგანაც შენს დაწერილს შენზე კარგად ვერავინ გაყიდის.
  3. ყველაფერი მიიღე.

იმედი მაქვს, ეს ტექსტი და რჩევები ტყუილად არ დავწერე და ერთ ზარმაც ადამიანს მაინც მივეცი მოტივაცია გამხდარიყო ქოფირაითერი. რადგანაც, რაც მეტი კადრი იქნება სფეროში, მით ნაკლები საქმე გვექნება თითოეულ ჩვენთაგანს. გფარავდეთ საბანი და გახსოვდეთ, მხოლოდ ზარმაცები გადარჩებიან!

განხილვა