in

100 დღის განმავლობაში შექმნილი 100 ბიტი – მიშო ელიავას გამოწვევა დასრულდა


ცოტა ხნის წინ მიშო ელიავაზე მოგიყევით – დიახ, ეს ის ბიჭია მომღერალიც რომ არის, პროდიუსერიც, კომპოზიტორიც და პიანისტიც. წინა ინტერვიუში მიშომ თავისი ახალი “ჩელენჯის” შესახებ მოგვიყვა, რომელიც დღეში 1 ბიტის შექმნას გულისხმობდა. მისი მიზანი იყო, 100 დღის განმავლობაში ყოველდღე ახალი კომპოზიცია დაეწერა. მიშოს ჩელენჯი წარმატებით დასრულდა.

“ეს ჩელენჯი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველდღიური კეთების გამო Production-ის მხრივ ბევრი ახალი რამ ვისწავლე საკმაოდ მოკლე დროში. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნებაში დისციპლინა. მივხვდი, რომ შენი პროექტის დასამთავრებლად საჭიროა, გქონდეს დედლაინი, ლიმიტაციების და ჩარჩოების დაწესებით ბევრად უფრო კრეატიული ხდები და საქმეც ბოლომდე მიგყავს. ამგვარად არ გრჩება დრო რომ ერთსა და იმავე პროექტზე უსასრულოდ იფიქრო, რაც ძალიან კარგია.”


რატომ გვჭირდება მონაცემთა ჟურნალისტიკა და როგორ იყენებს მას უცხოური მედია

ბრილიანტის სამკაულის ქართული ბრენდი “ლიმერენსი”, რომლის ბრენდინგზე სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა