სს მისო “კრისტალი” წარმოგიდგენთ ახალ ანიმაციას. ნინოს და ელიოტის ისტორიის მიზანია, მომხმარებელს აჩვენოს საფინანსო სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკაში; რა გზას გადის ფინანსური რესურსი, სანამ ის ფორმირდება ქართველი მოხმარებლისთვის კრედიტად; როგორ შეიძლება ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონდე ქვეყნის მოქალაქის დანაზოგის მოსარგებლე გახდეს საქართველოს მოქალაქე.
ნინო ქართველი ფიზიკოსია, რომელიც სასათბურე მეურნეობით დაკავდა და დამატებითი ფინანსები ესაჭიროება შემდგომი წარმატებისთვის. ელიოტი კი ამერიკელი ფიზიკოსი, რომელიც პროფესიით მუშაობს და საკმარისი დანაზოგიც აქვს. როგორ უნდა მოხვდეს ელიოტის დანაზოგი ნინოსთან? ანიმაცია წარმოაჩენს მიკროსაფინანსო სექტორის შუამავალ რგოლის ამერიკელ დეპოზიტარსა და ქართველ მსესხებელს შორის.