კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი მსახიობი, ნატალი პორტმანი, კიდევ ერთხელ იბრუნებს თავისუფლებისმოყვარე, უდარდელი გმირის როლს, რათა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურნელი ეკრანზე გააცოცხლოს. MISS DIOR, ჯერ კიდევ, 1949 წელს გახდა სიყვარულის, თავისუფლებისა და ბედნიერების სიმბოლო. უკვე ათ წელზე მეტია, ნატალი პორტმანი ისტორიული არომატის სახეა.
”და შენ, რას გააკეთებ სიყვარულისთვის?”
ახალი MISS DIOR-ის ვარდების ტკბილი სურნელი რომანტიკული და ზღაპრული სამყაროს გასაღებია, სადაც ადვილია გიყვარდეს, იყო ბედნიერი და გჯეროდეს სასწაულების. თუ რეალურ სამყაროში შესაძლებელია, რომ სარეკლამო კამპანია ზუსტად გადმოსცემდეს სუნამოს განწყობასა და ხასიათს, მაშინ ეს აუცილებლად „ის“ რეკლამაა. ყველაფერი კი, რაღა თქმა უნდა, უნიჭიერესი ნატალი პორტმანის დამსახურებაა.
„ახალი MISS DIOR EAU DE PARFUM აერთიანებს ხავერდოვან და მგრძნობიარე ემოციებს. სუნამოში გაერთიანებულია ნაზი ვარდების არომატი, შროშანების მაცოცხლებელი სურნელი და მძაფრი პიონების შთაგონება, რომელიც ხავერდოვანი ირისის არომატით გვირგვინდება“.
მსახიობმა, კიდევ ერთი, რომანტიკული თავი დაასრულა და შთაგონებით აგვავსო: MISS DIOR ესაა მოსაწვევი გიჟური და ამაღელვებელი სიყვარულის სამყაროში. სამყაროში, სადაც სასწაულები ყოველთვის ხდება.
„მეტი ყვავილი, მეტი, მეტი“…
MISS DIOR-ის სარეკლამო კამპანიაში ცოცხლდება ბრენდის სილამაზის, საოცრების და ჯადოსნობის სამყარო. ანუ ყველაფერი ის, რის გამოც, უკვე 70 წელზე მეტია, MISS DIOR ქალების შეუცვლელი არომატია.
[R]