in

Missed Calls გარდაცვლილი ადამიანების ხმოვან შეტყობინებებს სამუდამოდ ინახავს

მნიშვნელოვანი მოგონების დაკარგვის შიში, რომელიც ჩვენში ციფრულად ცხოვრობს, განსაკუთრებით კი, როცა იგი გარდაცვლილ ადამიანს უკავშირდება, ყოველთვის არსებობს. არ გვინდა, რომ მისი ხმა დავივიწყოთ ან მათ გარეშე ვისწავლოთ ცხოვრება… NORD DDB-ის სერვისი Missed Calls კი სწორედ ამის უზრუნველყოფაში ეხმარება ადამიანს, ხმოვან შეტყობინებებს სამუდამოდ უფასოდ ინახავს.

BOG

იდეა მაშინ დაიბადა, როცა NORD DDB-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ჯოზეფინ უალინ ანკარსტრანდმა მამინაცვლის ხმოვანი შეტყობინება დაკარგა — ვფიქრობდი მის ხმოვან ჩანაწერზე, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის და რომლის დაკარგვისაც ძალიან მეშინოდა. შემდგომ გამიჩნდა აზრი, რა მოხდებოდა, თუ ვიღაც ხმოვანი ჩანაწერების სამუდამოდ შენახვაზე იზრუნებდა… ეს გლოვის პროცესსაც გაამარტივებდა…“.

იდეის სრულყოფისას კი ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნეს, მათ შორის ერთ-ერთს ძველი ტელეფონი ჰქონდა სპეციალურად იმისათვის, რომ იქ არსებული დედისგან დატოვებული ხმოვანი შეტყობინება კიდევ მოესმინა. ზოგიც ტელეფონის პროგრამას არ აახლებდა იმის შიშით, რომ ქალიშვილის ხმოვანი შეტყობინებები დაეკარგებოდა — ეს მათთვის ამ ადამიანების ხელახლა დაკარგვის ტოლფასი იყო…

რატომ მედიტირებენ წარმატებული ხელმძღვანელები?

American Express – ფურცელზე დაბეჭდილი პირველი ბარათიდან წამყვან ბრენდამდე