9
Nov
2016

მოდას არ აქვს ასაკი! – Missguided–ის ექსცენტრიული რეკლამა

9 Nov 2016

Elit Electronics


გგონიათ, მოდა მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა?! ან მას ასაკობრივი ზღვარი აქვს?! დააკვირდით ბეიდი უინკლის, რომელიც 88 წლის ასაკში ყველაზე ცნობილი პრანჭია ბებოა. ბეიდი, თავისი ასაკის მიუხედავად, ძალიან აქტიური ქალბატონია, ამიტომაც ბრენდ Missguided–მა სწორედ ის აირჩია ახალი რეკლამის მთავარ გმირად.

თქვენ ელით, რომ  უინკლი მოკრძალებულად იჯდება ტახტზე, კლასიკურ სამოსში გამოწყობილი?! პირიქით, ის გართობის დედოფალია, მისი მრავალფეროვანი ჭრელი ტანსაცმელი და აქსესუარები სამაგალითოა. ასე რომ, ასაკობრივი ზღვარი გართობასა და მოდურად ჩაცმაზე ოფიციალურადაა წაშლილი!

Missguided–ის რეკლამებში განსაკუთრებული იმიჯის ქალბატონები არიან ხოლმე მთავარ როლებში. პამელა ანდერსონისა და ემბერ როუზის  ვიდეორგოლების ფონზე, ბეიდი უინკლის ვიდეო ნამდვილი დღესასწაულია.

განხილვა