20
Apr
2018

რა შეცდომებს უშვებენ დამწყები ანტრეპრენუარები და როგორ აიცილონ თავიდან ეს საფრთხე?! 

20 Apr 2018

ანტრეპრენუარები ყველანაირად ცდილობენ, მოიზიდონ ინვესტორები, ბევრი იშრომონ და ბიზნესი სწრაფად განავითარონ. მაგრამ, საწყის ეტაპზე, ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომ მიღებული არასასურველი შედეგების აღმოსაფხვრელად, დიდხანს უწევთ წვალება. ბეზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის „ონლაინ“ პლატფორმა Quora-ს დამფუძნებელი ტოდ ბელვილი ამბობს, რომ დამწყები მეწარმეები, ძირითადად, 3 სერიოზულ შეცდომას უშვებენ. მისი თქმით, თუ ანტრეპრენუარები ასეთ მცდარ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, სწორად და სწრაფად განვითარდებიან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შეცდომა #1 – ძალიან ბევრი ინვესტორი 

საწყის ეტაპზე, რაც ნაკლები ინვესტორი იქნება, უკეთესია. უმეტესობამ კარგად იცის ეს პრინციპი, მაგრამ  როგორც წესი, არავინ იცავს. პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი იპოვონ და მცირე წილის სანაცვლოდ, რეალურ ღირებულებაზე გაცილებით მეტი გადაახდევინონ. ეს სტრუქტურა, შესაძლოა, საერთოდ მიუღებელი იყოს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ბიზნესს განვითარების მომდევნო ეტაპებზე უნდა შეუერთდნენ. ამიტომ, დამწყები მეწარმეები კარგად უნდა დაფიქრდნენ, უღირთ თუ არა ასეთი გადაწყვეტილებები. ქალაქ ტამპაში (ფლორიდა) არსებობს ბიზნესი, რომელსაც ახლა კი გააჩნია ღირებულება, მაგრამ მისი დამფუძნებელი „გაიჭედა“ –  75 ინვესტორისგან  $3 000 000 დოლარი მოიზიდა. არანაირი ადგილობრივი კაპიტალი ასეთ ბიზნესს ხელს არ მოჰკიდებს. ერთადერთი გამოსავალი, რაც ახლა დამფუძნებელს აქვს, ყველაფრის რეკაპიტალიზაცია და წვრილი ინვესტორების წილის გამოსყდვაა.

შეცდომა #2 – შეუფერებელი ინვესტორები 

ნებისმიერმა დამწყებმა მეწარმემ, რაოდენობასთან ერთად, ყურადღება უნდა მიაქციოს ინვესტორთა ხარისხს. ზუსტად უნდა იცოდეს, რა ფული შედის მის კომპანიაში და ყველანაირად შეიკავოს თავი გაურკვეველი წარმომავლობის ფულის მიღებისაგან. ასევე, მოერიდოს ინვესტორებს, რომლებსაც ბიზნესთან არანაირი შეხება არ აქვთ. ასეთი ინვესტიცია და პარტნიორი მეწარმეს კარგს არაფერს მოუტანს. შესაძლოა, უხეშად ჟღერს, მაგრამ საკუთარი დეიდისგან ბიზნესისთვის თანხის მიღება, სწორი ნამდვილად არ არის.

შეცდომა #3 – ანტრეპრენუარი საკუთარ თავს ხელფასს არ უხდის 

პირველი სტარტაპი რომ დავიწყე, ვიფიქრე, ჩემს თავს ხელფასს არ დავუნიშნავდი, მაგრამ ჩემმა პარტნიორმა აზრი შემაცვლევინა. მითხრა, რომ ინვესტორები ფულს შედეგში იხდიან. თანხა კი, რომელსაც კომპანიის თანამშრომლებში ჩადებენ, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, მით უმეტეს საწყის ეტაპზეო.

წყარო: www.inc.com



განხილვა