in

ყველაზე გავრცელებული შეცდომები ბრენდის სტრატეგიაში

თქვენს კომპანიას აუდიტორიასთან ურთიერთობა უძნელდება? გიძნელდებათ ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნება? ბოლო წლებში, შემოსავლის სიმცირე გაწუხებთ? ამ ყველაფრის, შესაძლოა, ბრენდის სტრატეგიაში იპოვოთ.

იმის მიუხედავად, ახლახან წამოიწყეთ სტარტაპი, თუ წლების განმავლობაში მართავთ ბიზნესს, თქვენი ბრენდინგის სტრატეგიას მუდმივად უნდა მიაქციოთ ყურადღება. ის გეხმარებათ აიღოთ სწორება თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე. თქვენი კომპანია უნდა აქციოთ ბრენდად, რომელიც შემუშავებულია გაცნობიერებულად და აქვს მკაფიო სტრატეგია. არ ხართ დარწმუნებული, თქვენი ბრენდის სტრატეგიის ეფექტიანობაში? მაშინ, ამ სტატიას გაეცანით.

ხშირად, ბრენდის ძალას სათანადოდ ვერ აცნობიერებენ

ბრენდის შენება მნიშვნელოვანია, თუმცა ბიზნესის ბევრ მფლობელს არ ესმის, რას ნიშნავს ეს. ბრენდის მნიშვნელობის სათანადო გააზრება მოგიტანთ უზარმაზარ ფინანსურ მოგებას, აღიარებასა და კონკურენტულ უპირატესობას.

ძლიერი ბრენდი ზრდის მომხმარებლის ლოიალობასა და ჩართულობას. მომხმარებლები უფრო ხშირად ყიდულობენ პროდუქტებს მკაფიოდ პოზიციონირებული ბრენდისგან, რადგან მათთვის უფრო ადვილია ამ ბრენდთან ემოციური კავშირის დამყარება. კარგად კურირებული ბრენდი, ასევე, აუმჯობესებს ხარისხის აღქმასა და მომხმარებლის მიერ აღიარებას. მომხმარებლები მზად არიან უფრო მეტი გადაიხადონ, კონკრეტული ბრენდის პროდუქტში. ეს ბრენდს საშუალებას აძლევს, უფრო მაღალი ფასი დაადოს პროდუქტს. ლოიალური მომხმარებელი სარეკლამო ხარჯებსაც შეგიმცირებთ, რადგან ისინი თავად ურჩევენ სხვებს თქვენს პროდუქტს.

შეცდომაა, როცა კომპანიებს არ აქვთ ბრენდების მკაფიო გზამკვლევი და არ მიყვებიან მათ

ბრენდის სახელმძღვანელო უმნიშვნელოვანესია, ისევე, როგორც გუნდი, რომელიც მის მიხედვით მართავს ბრენდს. შეგიძლიათ იყოლიოთ თუნდაც, პატარა გუნდი, რომელიც ბრენდთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს გასცემს პასუხს და ბრენდის სწორად წარმართვას მიადევნებს თვალს. გახადეთ თქვენი ბრენდის სახელმძღვანელო პრინციპები და ბრენდის აქტივები, ლოგოს ფაილების, ფერების და ტიპოგრაფიის ჩათვლით, ადვილად ხელმისაწვდომი, ორგანიზაციაშიც და საჯაროდაც. შეგიძლიათ მარტივი ვებგვერდის შექმნა, რომელიც ბრენდის გამოყენების კომუნიკაციას ეთმობა. არაფერი მოქმედებს ბრენდის ძალასა და ეფექტურობაზე ისე, როგორც მისი სახელმძღვანელოს სათანადო გამოყენება.

ხშირად, კომპანიებს არ აქვთ მკაფიოდ გამოხატული ბრენდის ხმა

ბრენდის შექმნისას მოერიდეთ დიზაინის მიმდინარე ტენდენციებს. უახლესი და საუკეთესო დიზაინის დევნამ შეიძლება ბრენდის სწრაფად მოძველება გამოიწვიოს. ფოკუსირდით უახლესი ტენდენციებისგან დამოუკიდებელ იდენტობის შექმნაზე, რაიმემარტივის შემუშავებით და თქვენი გზავნილის მკაფიო და ლაკონური კომუნიკაციით. გაანალიზეთ თქვენი ბრენდის ხმა, თუ როგორ საუბრობს და გამოიყურება ბრენდი. ეს სწორი ვიზუალური მიმართულების შექმნას შეუწყობს ხელს.

ბრენდს უნდა ჰქონდეს მკაფიო კომუნიკაცია

კონკრეტულად რას აკეთებს თქვენი კომპანია? რითაა ის უნიკალური? რატომ ხართ ამ ბიზნესში? როგორ აუმჯობესებთ ადამიანების ცხოვრებას? თუ არ შეგიძლიათ უპასუხოთ ყველა ამ კითხვას ერთი ან ორი წინადადებით, დროა, გადააფასოთ კომუნიკაცია. მომხმარებლებმა უნდა გააცნობიერონ, რას აკეთებს თქვენი კომპანია და რა სარგებელს მოუტანს მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ დაინტერესდებიან თქვენით და კონკურენტის პროდუქტსა და სერვისზე გადაიტანენ ყურადღებას.

კიდევ ერთი პრობლემაა არათანმიმდევრული იდენტობა

თუკი მარკეტინგული მასალები ან ვებგვერდი მოძველდა ან აცდენილია ერთმანეთთან, მომხმარებლებს დააბნევთ. ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული უნდა იყოს. ხშირად, კომპანიების სავიზიტო ბარათები, ვებგვერდი, სარეკლამო მასალები და სოციალური მედიის ანგარიშები, როგორც ჩანს, სრულიად არ არის დაკავშირებული დიზაინის თვალსაზრისით. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა მომხმარებლებში, შედეგად კი დაკარგონ ინტერესი და აირჩიონ ისეთი კონკურენტი, რომელსაც აქვს მკაფიოდ გამოხატული გზავნილი და ბრენდის იდენტობა.

აუდიტორიის გაფართოებისას, არსებულ მომხმარებლებს არ მიმართავთ?

ბევრი კომპანია ვერ ახერხებს ისეთი უდიდესი აქტივის გამოყენებას, როგორიცაა არსებული მომხმარებლები. მომხმარებლები, რომლებიც თქვენს პროდუქტზე ან მომსახურებაზე საუბრობენ, შესანიშნავი არხია თქვენი ბრენდის პოპულარიზაციისთვის.

ესაა ზეპირტყვიერი მარკეტინგი, რომლითაც თქვენი მომხმარებლები ახალ ადამიანებს იზიდავენ თქვენი ბრენდისკენ. არ დაგეზაროთ ინვესტიცია სადღესასწაულო საჩუქრებში, პერსონალიზებულ სერვისში ან თუნდაც რეფერალური კოდის მიწოდებაში. ვინ იცის, რა შედეგზე გაგიყვანთ ერთგული მომხმარებლის დაფასება…

დამაჯერებელი სლოგანი აუცილებლად გჭირდებათ

თქვენ უნდა აჩვენოთ ადამიანებს, რა არის ბრენდის მთავარი სათქმელი და იდეა. თქვენი სლოგანი უნდა იყოს მარტივი, ზუსტი, დასამახსოვრებელი და უნიკალური. ყველაზე ეფექტური სლოგანი ბრენდის არსს სამი-ექვს სიტყვაში აერთიანებს. სიტყვები, რომლებსაც იყენებთ თქვენს მანტრაში ან სლოგანში, უნდა იყოს დამაჯერებელი და ზუსტად წარმოადგენდეს იმას, თუ ვინ ხართ, როგორც კომპანია.

გვაჩვენეთ – რატომ არსებობთ?

თუკი არ იცით, რატომ არსებობს თქვენი კომპანია, გაგიძნელდებათ მყარი პოზიციის დაკავება ბაზარზე. ეს უთქმელად უნდა გეტყობოდეთ. ვერ შეძლებთ ეფექტური ბრენდის შექმნას, რომელსაც ხედვა და ღირებულებები ექნება, თუკი არ იცით, რა როლს ასრულებთ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

 

წყარო: holabrief

როგორ იმოქმედებს AI ბიზნესზე? — Sophia-ს და ChatGPT-ის პასუხები

კუსამა Louis Vuitton-ის მაღაზიებს წერტილებით ხატავს