in ,

“მისტერ მასტერი”-ს შექმნის ისტორია

180434_183264008377354_1381806_n

“მისტერ მასტერი” 2009 წელს შეიქმნა და მომხმარებელს სანტექნიკის მომსახურებას, კანალიზაციის შეკეთებას, კონდენცირება/გათბობის მონტაჟს , უნივერსალურ  სამუშაოებსა და საკეტების დაყენებას სთავაზობს.

კომპანიის გენერალური დირექტორის ბუბა სოსელიას თქმით, “მისტერ მასტერის” შექმნა ბაზარზე ასეთი მომსახურების საჭიროებამ გამოიწვია. ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს მზგავსი სერვისი დასჭირდათ და აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ არ არსებობდა. თავდაპირველად კომპანია სხვა სახელით დარეგისტრირდა. მაგრამ ცოტა ხანში, მისი შინაარსიდან და მომსახურების ფორმიდან გამომდინარე – “მისტერ მასტერად” იქცა.

“ვთვლით, რომ ეს სახელი ამართლებს, ყველას ახსოვს. შესაძლოა, ვინმემ ვერ გაიხსენოს შინაარსი  თუ რას აკეთებს კომპანია, მაგრამ სახელი არავის ავიწყდება” – ამბობს ბუბა სოსელია. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მთავარი  რის გამოც მომხმარებელი მათ სერვისს ირჩევს, ოპერატიულობა და გარანტიებია. “მისტერ მასტერის “ მთავარი შეთავაზება ერთ გამოძახებაზე  35 ლარად ორი სერვისია და თვლიან , რომ ეს მათი ერთ–ერთი დადებითი მხარეა. მიაჩნიათ, რომ არც მომსაურების ღირებულებაა დიდი.

“მთავარია მომხმარებელმა ფიქსირებულად იცოდეს რისი გადახდა უწევს, ხშირად იძახებ ხელოსანს და უკვე სამუშაოს შესრულების შემდეგ იწყება “ვაჭრობა”.  ადამიანს ჰგონია, რომ დაუჯდება მომსახურება 20 ლარი, სინამდვილეში კი 120 უჯდება. ჩვენთან ასე არ ხდება”. ფიქსირებული თანხის გარდა  მიაჩნიათ, რომ კონკურენტებს კომპლექსური მომსახურებითაც “უპირისპირდებიან”. ბუბა სოსელიას თქმით, მათ მთავარ კონკურენტებად მაინც კერძო ხელოსნები მოიაზრებიან, რომლებსაც ენდობა ოჯახი. ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში “მისტერ მასტერი” უფრო ეფექტურია, რადგან კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, როცა საქმე სერვისის სფეროს ეხება, ხშირად მომხმარებელი უკამყოფილებას გამოხატავს. ამ შემთხვევაში  პრობლემა,  შესაძლოა  ცუდად შესრულებული სამუშაო იყოს.

“შესაძლოა, ჩვენი მომსახურებით ვინმე მართლაც დარჩეს უკმაყოფილო, თუმცა  მთავარი ისაა, რომ მათ ურთიერთობა აქვთ კომპანიასთან. პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მიმართავენ ჩვენი ხარისხის კონტროლის სამსახურს და ვეცდებით გამოვასწოროთ პრობლემა” – ამბობს ბუბა სოსელია.

“მისტერ მასტერის” რეკლამა სხვადასხვა მედია საშაულებებშია განთავსებული. სწორედ ასე ცდილობს კომპანია მომხმარებლების რიცხვის გაზრდას. თუმცა, ინფორმაციის გავრცელების ერთ–ერთ  მნიშვნელოვან წყაროდ თავად მომხმარებელს მიიჩნევენ, ამიტომ  მათი თქმით, ცდილობენ  მომსახურება მაქსიმალურად დახვეწონ. “მისტერ მასტერის” მომსახურებას მალე საოჯახო ტექნიკის შეკეთებაც დაემატება. კომპანიაში თვლიან, რომ ეს მომხმარებელთა რიცხვს და მათ სერვისზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.

როდის იტყვით, რომ ლამაზი ხართ?

კრეატიული განათლების სტუდია