in

MIT-ის რობოტმა კაბა რევოლუციური მეთოდით შექმნა

თითქოს იმას გვთავაზობენ, რაც მკერავისა და დიზაინერისგან მიღებულ გამოცდილებას აერთიანებს… თუმცა აქ პროცესში რობოტები და 4D ქსოვის ტექნიკა ერთვება, შესაბამისად, იმისგან, რასაც ჩვენ ვიცნობთ, საკმაოდ განსხვავებულია. მოკლედ რომ ვთქვათ, MIT-ის Self-Assembly Lab-ის გუნდმა 4D ქსოვის ტექნიკით კაბა შექმნა — მისი პერსონალიზება ნებისმიერ ზომასა და სტილზე შეიძლება. ეს კი 6-ღერძიანი რობოტის მკლავის გამოყენებით მოხდა, რომელსაც ძირითადად საავტომობილო ინდუსტრიაში იყენებენ.

სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა საშა მიკკინლეიმ, რომელმაც სულ ახლახან დაამთავრა MIT-ის არქიტექტურა, მოდის კომპანია Ministry of Supply-სთან გაერთიანება. ერთად კი 4D Knit Dress შექმნეს, რომლის მორგებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რადგან მათი ტანის გარშემო შეიქმნება. რობოტის მკლავი კი სითბოს გააქტიურებით ქსოვილის სტილს თითოეულ ადამიანს მოარგებს. 

მეტიც, კაბის მოხმარებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, შესაძლოა, იგი შეიცვალოს კიდეც. ეს კი კვლავ რობოტის მკლავის, კომპიუტერიზებული დიზაინისა და ქსოვის გამოყენებით მოხდება, რაც მფლობელს მთლიანი სამოსის ხელახლა გამოყენების საშუალებას მისცემს. 

ხოლო მას შემდეგ, რაც დიზაინს რობოტზე დააპროგრამებენ, იგი მრავალი კაბის წარმოებას შეძლებს. სითბოს აქტივაციით ქსოვაც რობოტის ინსტრუქციებს მიჰყვება და იცვლის სახეს, ყველანაირი ნემსისა თუ საქსოვი ტექნიკის გამოყენების გარეშე. ეს მფლობელს სტილისა და დიზაინის ისე არჩევის საშუალებას აძლევს, რომელიც მეტად ესადაგება მისი სხეულის ტიპსა და გემოვნებას. 

და სწორედ ასე გეგმავენ MIT-ის მეცნიერები სწრაფ მოდასთან დაპირისპირებას. თანაც ეს არაფრით ჰგავს ტრადიციულ მზა სამოსს, თუნდაც კერვის პროცესებით, რადგან პროექტი მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება. შეუძლია ზომების იმგვარი ვარიაციაც შემოგვთავაზოს, რომლებიც საცალო მოვაჭრეებს სჭირდებათ, XS-ის, S-ის, M-ის, L-ისა და XL-ის ნაცვლად, მათ შეიძლება, ჰქონდეთ ერთი კაბა უფრო პატარა ზომებისთვის, მეორე კი დიდებისთვის….

ახლა კი გუნდი არსებული ტექნიკური ბარიერების გადაჭრაზე მუშაობს და იკვლევს, რამდენად შეიძლება იყოს მოთხოვნა 4D ქსოვის ტექნიკით შექმნილ კაბაზე… და თქვენ რას ფიქრობთ?

Ikea 80-იანი წლების ავეჯს აბრუნებს

#პორტფოლიო – გაეცანით ნამუშევრებს სააგენტო Betterfly-ის შემოქმედებიდან