in

როგორია ტექნოლოგიების მომავალი? – ამას ხელოვნური ინტელექტი გვეტყვის

სისტემის შექმნაზე MIT-ის მკვლევრებმა იმუშავეს

MIT-ის მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტი იმის დასადგენად გამოიყენეს, თუ რომელი ტექნოლოგიები ვითარდება სწრაფად და რომელია გაზვიადებული. ახალ კვლევაში გუნდმა აშშ-ს საპატენტო სისტემის 97%-ის მომავალი პოტენციალი რაოდენობრივად შეაფასა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე სწრაფად გაუმჯობესებული სფეროები ძირითადად პროგრამულ უზრუნველყოფასთანაა დაკავშირებული.

მკვლევრებმა მიღებული დასკვნები ონლაინ სისტემად გადააქციეს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, კონკრეტული ტექნოლოგიების გაუმჯობესების პროგნოზის მოსაძებნად, საკვანძო სიტყვები შეიყვანონ. თავის მხრივ, ასეთი სისტემის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის, მკვლევრებისთვის, ინვესტორებისა და პოლიტიკოსებისთვისაც კი – მომავალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ არსებული ინფორმაცია უფრო მეტ ცხად წარმოდგენებს შემოიტანს.

“ჩვენი მეთოდი პირველია, რომელიც თითქმის ყველა იდენტიფიცირებადი ტექნოლოგიისთვის შესრულების გაუმჯობესების სიჩქარეს პროგნოზირებს” – ამბობს წამყვანი ავტორი ანურააგ სინგმა.

მომავლის პროგნოზირება

გუნდმა, სხვადასხვა ტექნოლოგიების შესრულების გაუმჯობესების მაჩვენებლის პროგნოზირებისთვის, ახალი ალბათობის ალგორითმი, მანქანათმცოდნეობა, ბუნებრივი ენის დამუშავება და საპატენტო ქსელის ანალიტიკა გამოიყენა.

პირველ რიგში, მათ პატენტები 1 757 დისკრეტული ტექნოლოგიური დომენად დაყვეს. თითოეული მათგანი იმ გამოგონებებისგან შედგებოდა, რომლებიც, სამეცნიერო ცოდნის ცალკეული სფეროს გამოყენებით, სპეციფიკურ ფუნქციას ასრულებენ.

შემდეგ მკვლევრებმა თითოეულ სფეროში პატენტების “ცენტრალურობა” შეაფასეს. ეს გაანგარიშება რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს – თითოეული მათგანი პატენტის დამოწმების ქსელში სხვადასხვა კვანძების მნიშვნელობის განსაზღვრას ემსახურება.

საბოლოოდ, შედეგები გამოყენებულ იქნა თითოეული ტექნოლოგიური სფეროს წლიური შესრულების გაუმჯობესების პროგნოზირებისთვის.

საინვესტიციო შესაძლებლობები

სფეროსთვის “კანის მექანიკური მკურნალობა – თმის მოცილება და ნაოჭები” გაუმჯობესების მაჩვენებელი წლიურად 2%-დან 216%-მდე იცვლება. თავის მხრივ, ეს დინამიკური პროცესი მრავალარხიან დამხმარე სისტემებთანაა დაკავშირებული.

საშუალოდ, ტექნოლოგიური გაუმჯობესება წელიწადში 19%-ით იყო პროგნოზირებული.

“დარგები, რომლებიც პროგნოზირებულ მაჩვენებლებზე მაღალ განვითარების დონეს აჩვენებენ, ძირითადად პროგრამულ უზრუნველყოფასა და ალგორითმზეა დაფუძნებული. ამასთან, გაუმჯობესების მაჩვენებელი დიდად არ იყო დამოკიდებული პატენტის კომპლექტის ზომაზე” – წერენ მკვლევრები.

ალბათ, მოულოდნელობას არ წარმოადგენს კიდევ ერთი “ტექნოლოგიური წინასწარმეტყველება” – ზოგადად ინტერნეტთან და კერძოდ კორპორაციული ქსელის მენეჯმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება სამომავლოდ.

ცხადია, შედეგები იმაზე მიგვითითებს, რომ ინვესტორებმა თუ კომპანიებმა, რომლებიც პროდუქტიულობისკენ მიისწრაფიან, ინვესტიციების კონცენტრაცია აღნიშნულ სფეროებში უნდა მოახდინონ. თუმცა ანალიზმა, შესაძლოა, რამდენიმე ახალი მძლავრი ტექნოლოგია გამოტოვა, რადგან მკვლევრებმა 100-ზე ნაკლები პატენტის მქონე დომენები უგულებელყვეს.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს მეთოდი საგრძნობლად გააუმჯობესებს ტექნოლოგიური პროგნოზების სიზუსტეს… ჩვენ კი ვიმედოვნოთ, რომ ვერავინ მოიფიქრებს სისტემის მოტყუების გზას.

Bolt-მა €600 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო – კომპანია პირველი ევროპული სუპერ აპლიკაციის გაძლიერებას გეგმავს

„ხემსი“ – ეს არის პრემიუმ ხარისხის პროდუქტი მათთვის, ვისაც სწრაფად და ჯანსაღად კვება სურს