ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს მოწინავე და ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტთან, MIT-სთან პარტნიორობით, Martin Trust Center-ის წევრობის ფარგლებში, განახორციელებს AI ეკოსისტემის გაძლიერებას, რომელიც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ცოდნის გაღრმავებას, ინოვაციური კვლევების წარმოებას, სტარტაპების მხარდაჭერას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.
აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს ქვეყანაში პირველი AI სტარტაპ აქსელერატორის შექმნას, რომლის ფარგლებშიც MIT-ს ექსპერტები ქართულ სტარტაპებთან სპეციალურ სესიებს გამართავენ. საერთაშორისო ანგელოზი ინვესტორებისგან და ვენჩურული ფონდებისგან მიღებული დაფინანსების შემდეგ, ანტრეპრენერებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტარტაპღონისძიებას, Delta V-ს და ისარგებლონ ექსკლუზიური რესურსებით, რომლებიც მხოლოდ წევრებისთვისაა ხელმისაწვდომი.
შეთანხმება აგრეთვე გულისხმობს ბაზრის კვლევის მსოფლიოს წამყვან AI ინსტრუმენტზე წვდომის გახსნას, MIT-ს მიერ შემუშავებული AI წიგნიერების ზრდის ახალი, უნიკალური პროექტისა და მასალის გაზიარებას საქართველოში განსახორციელებლად, კვლევისთვის საჭირო უახლესი მასალის გაზიარებას, MIT-ს მიერ გამოცემული ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანის სერიის გაგრძელებას, MIT-ს პრემიუმღონიძიებებზე დასწრების შესაძლებლობას, MTC-ს წევრი ორგანიზაციების ნეთვორქინგღონისძიებებში მონაწილეობას, წვდომას MTC-ს სამეწარმეო საგანმანათლებლო მასალებზე, საქართველოში ყოველწლიურ AI სამიტზე MIT-ს დელეგატების ვიზიტს და სხვა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და MIT-ს აქტიური პარტნიორობა უკვე 6 წელს ითვლის. 2020 წელს BTU გახდა MIT-ს პროგრამა „გლობალური სტარტაპ ლაბის (GSL)” პირველი რეგიონული პარტნიორი. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში BTU-მ უმასპინძლა GSL აქსელერაციის პროგრამას, რომელსაც MIT-ს სტუდენტები უძღვებოდნენ. 2021 წელს კი BTU გახდა MIT-ს Martin Trust Center-ის პირველი წევრი კავკასიის რეგიონიდან. აღნიშნული წევრობის ფარგლებში სისტემატურად ხორციელდება MTC-ს ექსპერტებისა და რეზიდენტი ანტრეპრენერების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება BTU-ს აუდიტორიისთვის. ჩატარდა ათობით საჯარო ლექცია, სემინარი და ტრენინგი როგორც BTU-ს სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის, ისე BTU-ს ფართო ბენეფიციართა წრისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქვეყანაში პირველად გაიმართა პრეაქსელერაციის პროგრამა MTC-სთან პარტნიორობით.
გარდა ამისა, MTC-ს წევრობის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნა და BTU-ს სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირდა ორი წამყვანი სახელმძღვანელო მეწარმეობის კუთხით – ბილ ოლეტის „გამართული ანტრეპრენერობა – 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპისკენ“ და ბრედ ფელდისა და ჯეისონ მენდელსონის „ვენჩურული გარიგებები“. აღსანიშნავია, რომ BTU-მ ასევე უზრუნველყო აღნიშნული სახელმძღვანელოების ქართული ვერსიების საჯარო ხელმისაწვდომობა ბიბლუსის ქსელში.
BTU ასევე აქტიურად ცდილობს, მნიშნვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს AI ეკოსისტემის განვითარებაში. ამის დასტურია BTU-ს არაერთი ინიციატივა AI-ს კუთხით, მაგალითად, როგორიცაა AI4Globe – ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ზრდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფში მსოფლიო მასშტაბით, ხელოვნური ინტელექტის პირველი რეგიონული ლაბორატორია და მის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, პოდკასტებისა და ტრენინგების სერია, კვლევითი და საგანმანათლებლო ინიციატივები – AI ლექტორი, Women in AI, ჰაკათონები, სტარტაპაქსელერატორები და ა.შ. ხელოვნურო ინტელექტის მიმართულებით MIT Martin Trust Center-თან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანწილად დაეხმარება BTU-ს, კიდევ უფრო მეტად განავითაროს AI-ს გარშემო განათლება და ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის დაახლოებას AI-სთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გაჩნდება ახალი და უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობები სტარტაპებისთვის, რომელთა პროდუქტებიც ეფუძნება AI-ს, ან რომლებიც AI-ს იყენებენ ოპერირების (საქმიანობის) პროცესში.
[პარტნიორის კონტენტი]