შესაძლოა, რობოტებისა და დრონების სამართავად გაცილებით მარტივი და ინტუიტიური გზა გაჩნდეს, ვიდრე ეს კონტროლერების გამოყენებაა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტრიტუტის (MIT) კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც მოწყობილობების მართვას კუნთების სენსორების დახმარებით ხდის შესაძლებელს. უფრო კონკრეტულად, სისტემა სახელად Conduct-A-Bot იყენებს მოძრაობის ამოცნობის ინსტრუმენტსა და კუნთების სენსორებს. ადამიანის კიდურებზე დამაგრებული მოწყობილობის/სენსორების დახმარებით, ალგორითმი ადგენს ადამიანის ჟესტებსა თუ მოძრაობას, ამ სისტემის გამოყენებით კი სხეულის სხვადასხვა კუნთის აქტივობას მოწყობილობის მოძრაობად თარგმნის.
ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელიც MIT-ის ლაბორატორიაში ჩატარდა, დრონმა, რომლის სამართავადაც ეს სისტემა გამოიყენეს, 1500 ჟესტის/მოძრაობის 82%-ზე გამოავლინა რეაქცია. ეს შედეგი საკმაოდ დამაიმედებელია, თუმცა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ რეალურ სამყაროში ამის ცდა ღირს. მართალია, სისტემა არ საჭიროებს ინდივიდუალურ მორგებას, მისი გამოყენების დაწყება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუმცა, ის ჯერ კიდევ დასახვეწია და ჯერ კიდევ არაა მზად რეალურ სამყაროში დასამკვიდრებლად. თუმცა, თუ ეს ტექნოლოგია ლაბორატორიის ფარგლებს გასცდება, ის შეძლებს როგორც დრონების, ასევე, რობოტების მართვის ახალი გზა შემოგვთავაზოს და ეს პროცესი საგრძნობლად გაამარტივოს.