in

MIT-ის მოწყობილობით ჰაერის დაბინძურებას ნებისმიერი ადგილიდან გაზომავთ

იგი მანქანაზეც კი შეგიძლიათ დაამაგროთ…

მართალია, უკვე მრავალი აპლიკაცია არსებობს, რომელიც გეტყვით, როგორი მდგომარეობაა თქვენს რეგიონში ჰაერის დაბინძურების კუთხით, მაგრამ ეს მონაცემები უფრო ზოგადია და არ გაწვდით ინფორმაციას ზუსტად იმ ჰაერის შესახებ, რომელსაც კონკრეტულ მომენტში ჩაისუნთქავთ. თუმცა ახლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ღია კოდის ინსტრუქციებით, მცირე კოდირებისა და 3D პრინტერის წყალობით ეს უკვე შესაძლებელი გახდა! 

Alta
Alta

თანაც, ქალაქის ერთ ნაწილში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს მეორისგან, რაზეც ისეთი ფაქტორები ზემოქმედებს, როგორებიცაა საცობები, საგზაო თუ სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების გაგება მკვეთრად ლოკალური ფენომენია. 

სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან Senseable City Lab მობილურ ჰაერის დაბინძურების დეტექტორის შექმნაზე იყო ორიენტირებული, რომელიც უფრო დეტალურ ინფორმაციებსაც მოგვაწვდიდა. ამ მიზნით მრავალი საპილოტე პროექტიც განახორციელეს, რამაც უფრო იაფიანი სენსორული ტექნიკის შემუშავებას შეუწყო ხელი. მსგავსად, გაიგეს, როგორ უნდა მიეღოთ ჰაერის ხარისხის მონაცემები და ახლა ღია კოდის პლატფორმას გვთავაზობენ, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება Flatburn — საკუთარი ჰაერის ხარისხის განმსაზღვრელი დეტექტორი ჰქონდეს.

თუმცა ამისთვის ჩვეულებრივ სამომხმარებლო სენსორები არ გამოუყენებიათ, რადგან იგი არასანდო ინფორმაციებს გვთავაზობს. ეს მანქანური სწავლების ალგორითმით ჩაანაცვლეს. ამასთან, Flatburn-ისთვის მკვლევრებმა არსებული დეტექტორების მონაცემებიც გაითვალისწინეს, რაც ჰაერის ხარისხის განსაზღვრისას ქარსა და ამინდს მოიცავს. 

საკუთარი Flatburn-ის შესაქმნელად კი, ვებგვერდზე უნდა შეხვიდეთ, რომელიც მოწყობილობის გარსის 3D ბეჭდვისთვის საჭირო ფაილებს შეიცავს. ნაწილების საყიდლების სიაც არის, რომელთა შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი, იქნება ეს მზის პანელები და მანქანაზე დასამაგრებელი მაგნიტები. აქვე ნახავთ ინფორმაციას, თუ როგორ გააზიაროთ შეგროვებული მონაცემები, რათა ადამიანებმა შემდგომში მისი გამოყენება ანალიტიკისა თუ ცხელი წერტილების დასადგენად შეძლონ. აქ დაბინძურების რუკების შედგენაც კი შესაძლებელია.

თუმცა ხომ შეეძლოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ გაეკეთებინათ და არა, ინფორმაციის ღია წყაროს საშუალებით? ბუნებრივია, პასუხი დადებითია, მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, ადამიანებს კვლავ გაუჭირდებოდათ არსებული პრობლემის სიმწვავის დანახვა და შეგროვებული მონაცემების შესაბამისად გამოყენება. 

Senseable City Lab-ისთვის კი მნიშვნელოვანია, კონკრეტულმა ინდივიდებმა ამ პროცესში ჩართულობა იგრძნონ, რითაც მკვლევრები დაბინძურების უფრო მეტი წყაროს დადგენასაც შეძლებენ. და ჩვენ რას მოგვცემს ეს ინფორმაციები? მაგალითად, უკეთ განვსაზღვრავთ, რა დროს არ უნდა გავიდეთ გარეთ და ცხელი წერტილებიდან თავის არიდებასაც შევძლებთ. 

„ამ პროექტის დაწყების მიზეზი გარემოს მონაცემების დემოკრატიზაციაა. ჩვენ უბრალოდ არ ვხსნით ამ დრომდე არსებულ მონაცემებს და ვიმედოვნებთ, რომ ქუჩებში განლაგებული სენსორების მხრივ დიდ განვითარებას მივაღწევთ, მონაცემები კი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, — განმარტავენ მკვლევრები.

AI — საუკეთესო საშუალება მარსზე სიცოცხლის საპოვნელად?

Kiwi Post სასიამოვნო სიახლით ბრუნდება!