in

საუბარი მომავლის „მესთან“ — MIT-ის AI მოდელი

M2

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა ახალი ინოვაციური ინსტრუმენტი შეიმუშავეს, რომელიც მომავალ „მესთან“ სასაუბროდ ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა. პროექტი, სახელწოდებით Future You, იმისთვის შეიქმნა, რომ გრძელვადიან აზროვნებას შეუწყოს ხელი და თვითგანვითარებაში მეტად დაგვეხმაროს.

უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, AI-ზე მომუშავე ჩეტბოტი პიპულარულ მოდელ GPT-3.5-ს იყენებს. სისტემა ე. წ. „სინთეზურ მეხსიერებას“ აყალიბებს — სხვა სიტყვებით, მომხმარებლის ისტორიას. მოდელი სხვადასხვა კითხვას უსვამს ადამიანებს მათ ცხოვრებაზე, წარსულ გამოცდილებასა და მისწრაფებებზე.

ეს რევოლუციური ტექნოლოგია ეხება „მომავლის თვითგანგრძობითობის“ კონცეფციას — ქცევითი მეცნიერების პრინციპს, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც გრძნობენ ძლიერ კავშირს აწმყოსა და მომავალ მეს შორის, უფრო ადვილად მიიღებენ გრძელვადიან კეთილდღეობაზე ორიენტირებულ გაწყვეტილებებს.

მოცემულ ეტაპზე MIT-ის მეცნიერებმა პირველადი კვლევა ჩაატარეს. ცდისპირებს ნაკლები შფოთვა აღენიშნებოდათ თავიანთ ციფრულ ხანდაზმულ „მესთან“ საუბრის შემდეგ. ამის გათვალისწინებით, AI მოდელს აქვს პოტენციალი, გააუმჯობესოს ადამიანების კეთილდღეობა და მათში მეტი მოტივაცია გააჩინოს გონივრული არჩევანის გასაკეთებლად.

„იგრილლავე ლისზე“ — გზამკვლევი

Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში