in

MIT-ის მეცნიერებმა სმენის აღდგენა რეგენერეაციული თერაპიით შეძლეს

თუ აქამდე სმენის დაქვეითებას იმპლანტებითა და სპეციალური აპარატებით უმკლავდებოდნენ, ახლა ბიოტექნოლოგიური კომპანია — Frequency Therapeutics ამას ახალი სახის რეგენერაციული თერაპიის საშუალებით მოახერხებს. ისინი მცირე მოლეკულებს იყენებენ, რათა ახალი სენსორული უჯრედები შეიქმნას და ბგერების ხელახლა გაგება შევძლოთ.

M2
M2

ადამიანი დაახლოებით 15 000 სენსორული უჯრედით იბადება, თუმცა ხშირად უჯრედი მედიკამენტებისა თუ მაღალი ბგერების მიღების შედეგად კვდება. მათ დამოუკიდებლად აღდგენა არ შეუძლია, რაც საბოლოოდ სმენის დაქვეითებას იწვევს. სწორედ ამიტომ, MIT-ის მეცნიერებისგან შემდგარი Frequency Therapeutics ახალ თერაპიას ამ უჯრედების რეგენერაციის მიზნით გამოიყენებს. 

მკვლევრებმა ჯერ კიდევ 2012 წელს ლაბორატორიაში მცირე მოლეკულები სენსორული უჯრედების წარმოსაქმნელად გამოიყენეს და მათი აღდგენაც მოახერხეს. შესაბამისად, ისინი უპირატესობას გენურ თერაპიას ანიჭებენ — მკვდარ უჯრედებს პაციენტიდან იღებენ, ლაბორატორიაში აპროგრამებენ და შემდეგ ისევ აბრუნებენ ადამიანის ყურში.

მეტიც, კლინიკურ კვლევებში კონკრეტული თერაპიით სმენის აღდგენა უკვე მოახერხეს. ეს კი, თავის მხრივ, მეტყველების ტესტებით იზომება, აქ იგულისხმება სიტყვების გაგებისა და ამოცნობის უნარი. 

სმენის გაუმჯობესების უპირველესი მიზანი მეტყველების აღდგენაა, რაც, თავის მხრივ, პაციენტების N1 საჭიროებაა, — ამბობს კრის ლუზი, Frequency-ის თანადამფუძნებელი.

კომპანიამ ეს მეთოდი უკვე 200 ადამიანში გამოცადა და მათგან სამში მეტყველების გაუმჯობესების კლინიკურად მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ტესტირებისას ადამიანში მხოლოდ ერთმა ინექციამ კი შედეგი 2 წლის მანძილზე აჩვენა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი უდიდეს როლს ითამაშებენ იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომელთაც სმენა დაქვეითებული აქვთ. 

ზოგიერთ ადამიანს სმენა 30 წლის მანძილზე ჰქონდა დაქვეითებული, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგალითად, შვილების სიტყვების მოსმენა ან თუნდაც, ხალხმრავალ რესტორანში შესვლა. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ ის ფაქტი, რომ მათი დახმარება შეგვიძლია, ჩემთვის შთამბეჭდავია, — ამბობს რობერტ ლანგერი MIT-ის პროფესორი. 

Audi-ს სენსორებს ველოსიპედისტების გადარჩენა შეუძლია

კოსმოსში სტუმრობისთვის ბიზნესმენებმა 55 მილიონი დოლარი გადაიხადეს