MIT-ის გეპარდის მინი რობოტმა თავად შეძლო სირბილის სწავლა. ამას მოწმობს ინჟინრების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც მოწყობილობის ახალი უნარებია ნაჩვენები — გეპარდი სხვადასხვა რელიეფზე მოძრაობს, მათ შორის ბალახზე, ყინულსა და ხრეშზე.
რობოტმა სირბილი ხელოვნური ინტელექტის სიმულაციების გამოყენებით ისწავლა. ეს არის კონტროლერის განახლება, რამაც მას საშუალება მისცა, უკეთ შესძლებოდა სხვადასხვა ზედაპირზე ნავიგაცია. გეპარდმა საკუთარი რეკორდიც კი მოხსნა, 87 მილი/სთ სიჩქარით.
„სწავლაზე დაფუძნებული ეს ახალი მიდგომა რობოტს საშუალებას აძლევს, მარტივი ნერვული ქსელის გამოყენებით, სიმულატორში მუშაობა ისწავლოს“, — ამბობენ MIT-ის ინჟინრები. გულწრფელად რომ ვთქვათ, რობოტი ისე დარბის, როგორც ბავშვი სათამაშო მოედანზე და არა ისე, როგორც გეპარდი — ველურ ბუნებაში. თუმცა ინოვაციას ის წარმოადგენს, რომ მან შესაძლებლობების განვითარება თავად შეძლო.
AI სიმულაცია ბევრ უპირატესობას გვთავაზობს, ადამიანის მიერ შექმნილ კონტროლერებთან შედარებით. პირველ რიგში, ეს მკვეთრად ამცირებს ვარჯიშის დროს. სინამდვილეში, გეპარდის რობოტს მხოლოდ სამი საათი სჭირდება, რათა 100 დღის ტოლფასი სიმულაცია გაიაროს.
სწავლის ამ ახალი მეთოდის მეშვეობით, რობოტი სწრაფად და ეფექტურად მოერგება ნებისმიერ ახალ გარემოს. მაგალითად, თუ ადამიანებს უცნობი გარემოს შესწავლა დასჭირდებათ, რომელიც პოტენციურად მტრულად არის განწყობილი ჩვენი სხეულების მიმართ, გეპარდი (და მისი მსგავსი) რობოტების გაგზავნა იქნება შესაძლებელი.
ამრიგად, MIT-ის გეპარდი უფრო დახვეწილი ხდება, ვიდრე ოდესმე…