in

MIT-ის მკვლევრებმა MetaSense 3D შექმნეს, რომელიც ნებისმიერ ურთიერთქმედებაზე რეაგირებს

სამომავლოდ მისი ალგორითმის გაუმჯობესება იგეგმება

MIT-ის მკვლევრებმა 3D ბეჭდვის მექანიზმის ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ მოქმედებს ძალა ობიექტზე. სტრუქტურები ისეა დამზადებული, რომ მათი სწრაფად პროტოტიპირებაა შესაძლებელი. დიზაინერს შეუძლია, ეს ტექნიკა სამგანზომილებიანი “ინტერაქციული მოწყობილობების” დასაბეჭდად გამოიყენოს – მაგალითად, ჯოისტიკის, გადამრთველის ან ხელის კონტროლერის.

ამ შედეგის მისაღებად, მკვლევრებმა ელექტროდები მეტამონაცემების სტრუქტურებთან ინტეგრირებული გახადეს. ასევე, მათ რედაქტირების პროგრამა შექმნეს, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება, ეს ინტერაქციული მოწყობილობები შექმნან.

“მეტა მასალებს სხვადასხვა მექანიკური ფუნქციის მხარდაჭერა შეუძლია. მაგრამ თუ ჩვენ კარის სახელურს მეტამასალისგან დავამზადებთ, ერთი კითხვა გვიჩნდება – შეგვიძლია ისიც ვიცოდეთ, რომ კარის სახელური ბრუნავს? და თუ ასეა, რამდენი გრადუსით? თუ განსაკუთრებული მგრძნობელობის მოთხოვნები გაქვთ, ჩვენი ნამუშევარი საშუალებას გაძლევთ, მექანიზმი თქვენს საჭიროებებს მოარგოთ” – ამბობს ახალი მეთოდის თანაავტორი, ჯუნ გონგი.

როგორც MIT-ის მკვლევრები აღნიშნავენ, პროექტის უპირატესობა ისაა, რომ მას გააჩნია უნარი, უშუალოდ მატერიალურ სტრუქტურაში ინტეგრირდეს. ეს ახალ ახალ ინტელექტუალურ გარემოს შექმნის, რომელშიც ობიექტები ყოველგვარ ურთიერთქმედებას იგრძნობს. “მაგალითად, ჩვენი ინტელექტუალური მასალისგან დამზადებულ სკამს ან დივანს შეუძლია, მასზე მჯდომი მომხმარებლის სხეულის გაანალიზებას გარკვეული ფუნქციების გასააქტიურებლად ან მონაცემების შემდგომი ანალიზისთვის გამოიყენოს” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი სტეფან მიულერი.

ჩამონტაჟებული ელექტროდები

ვინაიდან მეტამასალები უჯრედების ბადისგან შედგება, როდესაც მომხმარებელი მასთან მიმართებით გარკვეულ ძალას ავლენს, ზოგიერთი მოქნილი შიდა უჯრედი იჭიმება ან იკუმშება. სწორედ “გამტარი გამჭვირვალე უჯრედების” შექმნით ისარგებლეს მკვლევრებმა, რომლებსაც გამტარი და არაგამტარი ბოჭკოსგან კონსტრუირებულ ორ-ორი საპირისპირო კედელი აქვს.

როდესაც მომხმარებელი მეტამასალის მექანიზმზე ძალას ავლენს, გამტარი გამჭვირვალე უჯრედები იჭიმება ან იკუმშება, ხოლო საპირისპირო ელექტროდებს შორის მანძილი იცვლება. ამის სადემონსტრაციოდ, მკვლევრებმა მატამასალისგან დამზადებული ჯოისტიკი შექმნეს. როცა მომხმარებელი ჯოისტიკს ეხება, მოპირდაპირე გამტარ კედლებს შორის მანძილი და ფართობი იცვლება. ამიტომ, თითოეული გამოყენებული ძალის მიმართულებისა და სიდიდის განსაზღვრაა შესაძლებელი.

ამასთან, მკვლევრებმა შექმნეს მუსიკალური კონტროლერი, რომელიც მომხმარებლის ხელზეა მორგებული. როდესაც მომხმარებელი ერთ ღილაკს დააჭერს, სტრუქტურის შიგნით გამტარი გამჭვირვალე უჯრედები იკუმშება და მიღებულ ინფორმაციას ციფრულ სინთეზატორს გადასცემს.

ეს ტექნიკა დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს, კომპიუტერისთვის სწრაფად შექმნას და დააკონფიგურიროს უნიკალური მოწყობილობები, როგორიცაა მოცულობის შესამცირებელი კონტროლერი ან მოქნილი სტილუსი.

პროგრამული გადაწყვეტა

“MetaSense 3D რედაქტორი სიმულაციას მოახდენს, თუ როგორ დეფორმირდება ობიექტი, როდესაც მასზე სხვადასხვა ძალა მოქმედებს. შემდეგ კი ამ იმიტირებულ დეფორმაციას იმის გამოსათვლელად გამოიყენებს, რომელი უჯრედები განიცდის მაქსიმალურ ცვლილებას” – განმარტავს გონგი.

მართალია, მკვლევრებმა სცადეს MetaSense-ის გამარტივება, მაგრამ რთული სტრუქტურების დაბეჭდვისას, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა. თუმცა სამომავლოდ MetaSense-ის ალგორითმის გაუმჯობესება იგეგმება, რათა მან უფრო კომპლექსური სიმულაციების განხორციელება შეძლოს.

„თეგეტა მოტორსში“ შიდა გადაადგილების სატვირთოები ელექტრო ავტომობილებმა ჩაანაცვლა

როგორ უნდა განვსაზღვროთ კვებისთვის სწორი დრო?